„მკვდარი", უწყვილო, გაცვეთილი ნივთები - რა გავლენას ახდენს ისინი ადამიანზე

გამოწერა
იცით, რომ ნივთებსაც აქვს თავისი აურა და ზოგიერთს - ნეგატიური? ხანდახან ჩვენს ცხოვრებაში წარუმატებელი პერიოდი, შესაძლოა, სწორედ ასეთი ნივთების დაგროვებამ გამოიწვიოს.

ხშირად ვეძებთ მიზეზებს, რატომ დაგვიდგა ასეთი უიღბლო ხანა ცხოვრებაში, რატომ მიდის ჩვენი საქმეები უკუღმა და კარგი განწყობაც, შესაბამისად, გაუჩინარდა. ამის პასუხი, შესაძლოა, ქვემოთ ჩამოთვლილ ნივთებში იყოს, რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში ქაოსი შემოაქვთ.

ლოტოსი სარკეში - Sputnik საქართველო
რა საიდუმლოს ინახავს სარკე

• „მკვდარი" ნივთები

საუბარია სხვადასხვა გამხმარ ყვავილზე, მოკლული ცხოველების ფიტულებზე, შესაძლოა, ნიჟარებზეც კი. თუ გიყვართ ცოცხალი ყვავილები, კარგად მოუარეთ მათ, რომ არ გახმეს, ნიჟარები ხშირად გაწმინდეთ, რათა ცუდ აურასთან დაკავშირებული პრობლემები თავიდან აიცილოთ.

• ბუნებრივი კატასტროფების ამსახველი სურათები და ფოტოები

საუბარია არა მხოლოდ გლობალურ კატასტროფებზე, არამედ ისეთ სურათებზეც, სადაც გამოსახულია ძლიერი წვიმა, დიდთოვლობა და სხვა, რომლებიც თქვენში დადებით ემოციებს არ აღძრავს.

• უწყვილო ნივთები

თუ შემოგრჩათ ძველი ერთი ცალი თხილამური, ან ერთი კედი, რომელიც ძალიან მოგწონდათ, მაგრამ არ იცით, სადაა მისი მეორე ცალი, სასწრაფოდ მოიშორეთ ისინი.

CC BY 2.0 / Flickr/ Joe Shlabotnik / Pile Of Shoesფეხსაცმელები
ფეხსაცმელები - Sputnik საქართველო
ფეხსაცმელები

• გაჩერებული საათი

ეს ძალიან ცუდი ნიშანია, ამიტომ იზრუნეთ, რომ სახლში ყველა საათი მუშაობდეს. თუ მათი შეკეთება უკვე აღარ შეიძლება, გაიტანეთ ისინი სახლიდან და გადააგდეთ.

• გაცვეთილი ცოცხი

ყველაფერი, რითიც სახლს ასუფთავებთ, წესრიგში უნდა იყოს. თუ ცოცხი უკვე გაცვდა, ახლით შეცვალეთ, ამან, შესაძლოა, ფინანსური პრობლემები მოგიტანოთ.

ახალი საკუთარი თავის შექმნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ გაიაზრებთ, რომ ძველი გამოცდილება ამაში ვერ დაგეხმარებათ. - Sputnik საქართველო
ახალი ცხოვრება გინდა? მაშინ გათავისუფლდი ძველისგან!

• ფოტოები, რომლებიც თქვენში დადებით ემოციებს არ იწვევს

ყველაფერი, რაც თქვენში ნეგატივს იწვევს, უნდა მოიშოროთ სახლიდან — ეს სრულებით ლოგიკური და სწორი საქციელია.

• წვრილი ნაგავი ჯიბეში, საფულესა თუ ჩანთაში

როგორც ამბობენ, ასეთი წვრილმანებით დიდი პრობლემები იწყება. თუ გსურთ თქვენს ცხოვრებაში ჰარმონიამ დაისადგუროს, ეცადეთ, ყველა ნივთი წესრიგში გქონდეთ.

• ნივთები, რომლებიც სამ წელზე მეტია, აღარ გამოგიყენებიათ

ისინი უმოძრაობის ენერგეტიკას აგროვებს, ამიტომ თქვენ გარშემო განვითარებას აფერხებს. არ ღირს ისეთი ნივთების შენახვა, რომელთა გამოყენებას ნამდვილად არ აპირებთ.

• გატეხილი მინები

ისინი დაცვაში არსებული ხვრელის გარღვევის სიმბოლოა. მიდევნეთ თვალი, რომ ყველა სარკე, ჭურჭელი და სხვა მტვრევადი საგანი მთლიანი იყოს. თუ გაიბზარა ან გატყდა — მოიშორეთ თავიდან!

• ძველი ნივთები

თუ არ შეგიძლიათ ძველი ტანსაცმლის გადაყრა, მაშინ მოწყალების ან ქველმოქმედების სახით გაეცით. არ არის საჭირო, სახლში შეინახოთ ის, რის ჩაცმასაც არ აპირებთ.

თუ თავს დაღლილად გრძნობთ, ეს, შესაძლოა, თქვენი ჩვევების ბრალიც იყოს - Sputnik საქართველო
რჩევები, რომლებიც ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ

შესაძლოა, ზოგიერთი რჩევა სხვა დროსაც გსმენიათ, მაგრამ ყური დაუგდეთ მას? შესაძლოა, არც გჯერათ ამის და ცრურწმენა გგონიათ. სცადეთ, მოაშორეთ სახლიდან, ჯიბეებიდან, კარადებიდან ძველი, უსარგებლო ნივთები — იქნებ და „გაჭრას"? თუ არა, დალაგებული სახლი მაინც „შეგრჩებათ".

ერთი რამ კი ნამდვილად ასეა: როცა ჰარმონიულ გარემოში ვცხოვრობთ, ეს ჩვენს განწყობაზე, ფიქრებზე, აზროვნებაზე დადებით მოქმედებს; როცა ქველმოქმედებას ვეწევით, ეს ჩვენს ენერგეტიკაზე დადებითად აისახება; როცა კარგი, კეთილი აზრები მოგვდის, ეს ჩვენს განწყობაზე აისახება პოზიტიურად… ასე რომ, გაიღიმეთ, გადაყარეთ ძველი, გამოუსადეგარი ნივთები და თქვენც გათავისუფლდით ყოველგვარი ნეგატივისგან!

 

ყველა ახალი ამბავი
0