არაქისი, ანუ მიწის თხილი – რა სარგებლობისა და ზიანის მოტანა შეუძლია მას ადამიანისთვის

გამოწერა
არაქისს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია – კარგია გულის მუშაობისთვის, ენერგიულობისთვის და ა.შ. თუმცა მისი დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება.

არაქისი – მიწის თხილი (Arachis) — პარკოსანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარის გვარია. ცნობილია მისი 15 სახეობა. კულტურული სახეობებიდან გავრცელებულია Arachis hypogaea. არაქისი გავრცელებულია ამერიკაში, ევროპაში, საქართველოში, შუა აზიაში, უკრაინაში, კრასნოდარის მხარეში, ჩინეთში, ინდოეთში. მის სამშობლოდ სამხრეთ ამერიკას მიიჩნევენ.

მიწის თხილი დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებსა და ცილებს, მისი კალორიულობაა 100 გრამზე 552 კკალორია, ხოლო არაქისის ზეთის – 884 კკალორიაა. მისი დიდი რაოდენობით მიღება სიმსუქნის მიზეზი შეიძლება გახდეს.

კაკალი - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. კაკლის უღელი

100 გრამი პროდუქტის კვებითი ღირებულებაა:

ცილები – 26,4 გ

ცხიმები – 45,3 გ

ნახშირწყლები – 9,8 გ

ნაცარი – 2,7 გ

წყალი – 8 გ

კალორიულობა – 500–800 კკალორია

მიწის თხილი შეიცავს უნიკალურ ამინომჟავებს, ვიტამინებს – A, D, E, В1, В2, РР, Е, ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას, მცენარეულ ზეთებსა და სხვა მიკროელემენტებს. ის შეიცავს 35%-ზე მეტ ცილებსა და დაახლოებით 50% ცხიმებს, ქოლესტერინი მასში საერთოდ არ არის.

არაქისის სასარგებლო თვისებები:

არაქისი სასარგებლოა გულისთვის. მასში შემავალ ცხიმებს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნების უნარი აქვს. ასევე, მის შემცველობაში არსებული ოლეინმჟავა ამცირებს ცუდ ქოლესტერინს და ზრდის კარგ ქოლესტერინს.

არაქისი ზრდის ენერგიას. მიწის თხილი ფართოდაა ცნობილი, როგორც მცენარე, რომელიც ადამიანის ენერგიულობას ზრდის. ეს მასში არსებული უზარმაზარი რაოდენობის ვიტამინების, მინერალების, ანტიოქსიდანტებისა და საკვები ნივთიერებების წყალობითაა.

არაქისის ზომიერი მიღება ხელს არ უშლის წონაში დაკლებას.

მზესუმზირა - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. მზესუმზირა

არაქისი ებრძვის კიბოს უჯრედებს. ის შეიცავს პოლიფენოლის ანტიოქსიდანს, რომელიც სასარგებლოა კუჭის კიბოს შესაჩერებლად. 

არაქისის რეგულარულად მიღება ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნასა და არსებულის შემცირებას. კვლევებით დადასტურდა, რომ დღეში სულ 30 გრამი მიწის თხილი ქვების წარმოქმნას 25%-ით ამცირებს.

არაქისი აუმჯობესებს მეხსიერებას. არაქისს ტვინის საკვებს უწოდებენ, რადგან მასში შედის ვიტამინი B3, რომელიც ტვინს მუშაობაში ეხმარება და ასევე კარგია მეხსიერების გაუმჯობესებისთვის.

არაქისი ებრძვის დეპრესიას. სეროტონინი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც მნიშვნელოვანია ტვინისთვის და რომელსაც განწყობის რეგულირებაში დახმარება შეუძლია. მიწის თხილში არსებული ტრიპტოფანის ამინომჟავა სეროტონინის გამომუშავებას ეხმარება.

არაქისი ეხმარება ორსულობის შენარჩუნებაში და იცავს ნაყოფს. ორსულობის დროს მიწის თხილის მიღებას შეუძლია შეამციროს ზოგიერთი ალერგიული დაავადების (მაგალითად, ასთმა) შანსი ბავშვებში.

არაქისი ხელს უშლის ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას. მრავალი კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ისეთი პროდუქტების გამოყენებას, რომლებიც ნიაცინის დიდ რაოდენობას შეიცავს, როგორიცაა არაქისი, შეუძლია ალცჰეიმერის დაავადების გავითარების ალბათობის, სულ ცოტა, 70%–მდე შემცირება.

სელი - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. სელის თესლი

არაქისი კანს ჯანსაღ ელფერს აძლევს, დევნის ორგანიზმიდან ზედმეტ ტოქსინებს, რაც კანს ბევრად უფრო რბილსა და ლამაზს ხდის.

არაქისი ებრძვის ნაოჭების გაჩენასა და დაბერებას – ის შეიცავს დიდი რაოდენობით С–ვიტამინს, რაც მნიშვნელოვანია კოლაგენის წარმოებისთვის.

არაქისის მიღება არ შეიძლება, როდესაც ადამიანს აქვს ალერგია მასზე, განსაკუთრებით ალერგია ვითარდება არაქისის ზეთზე.

მისი მიღება არ არის რეკომენდებული პოდაგრის, ართროზისა და ართრიტის დროს.

ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს წონაში მატებას.

მიწის თხილის არასწორად შენახვისას (ნესტიან ადგილებში) მას უჩნდება სოკო, რომელიც ტოქსინებს გამოყოფს, რაც, თავის მხრივ, ორგანიზმში მოხვედრისას დასუსტებულ ორგანოებს აზიანებს. ამიტომ არაქისის შეძენის დროს ყურადღებით იყავით.

ყველა ახალი ამბავი
0