ჩინური სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ისტორია 40 საუკუნეს ითვლის. მსოფლიო ცივილიზაციაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ჩინურმა ცივილიზაციამ და მისგან ბევრი რამითაა დავალებული. მაგალითად, ჩინელებმა, სხვა მრავალს შორის, გამოიგონეს ქაღალდი და დენთი, ასევე საბანკო კრედიტი, ქაღალდის ფული და კომპასი, ბეჭდვის ტექნოლოგია, ლაქი, ფაიფური, აბრეშუმი და ფოიერვერკი.
ჩინელი ხალხის ბრძნული გამონათქვამები ჩინური ფილოსოფიის ერთგვარი ასახვაა. ჩინური ფილოსოფია აღმოსავლეთ ფილოსოფიის ნაწილია, რომლის გავლენა ჩინეთის, იაპონიის, კორეის, ვიეტნამის კულტურებზე ისეთივე დიდია, როგორც ძველბერძნული ფილოსოფიის გავლენა ევროპაზე.
• სხეული მოძრაობაში უნდა იყოს, გონება — სიმშვიდეში, ხოლო სული — გამჭვირვალე, როგორც მთის ტბა
• ნუ დააკავებ იმას, რაც მიდის და ნუ ჰკრავ ხელს იმას, რაც მოდის
• როდესაც გიყვარს, მაიმუნიც კი ლამაზად გეჩვენება, ხოლო როცა არ გიყვარს, ლოტოსიც კი მახინჯი გეჩვენება.
• ყველაფერს თავისი დასასრული აქვს და მხოლოდ ღამე სრულდება განთიადით
• წასვლის წინ ნუ იქებ თავს, უკანა გზაზე შეიქე თავი.
• ლოტოსივით იყავი — ის მღვრიე წყალშიც ყვავილობს
• მოთმინების ფსკერზე ოქრო ილექება
• გამარჯვება აჩვენებს, რა შეუძლია ადამიანს, ხოლო მარცხი — რად ღირს ის
• სანამ უცხო კარს გააღებ, ღიმილი მოირგე
• ნუ განსჯი სხვის წარსულს. შენ არ იცი საკუთარი მომავალი
• თუ ადამიანში ეჭვი გეპარება, მასთან საქმეს ნუ დაიჭერს, ხოლო თუ მასთან საქმე გაქვს — ნუ შეგეპარება ეჭვი
• პატარა ადამიანი ბევრს სხვებისგან ითხოვს, ბრძენი — საკუთარი თავისგან
• რომ გაიმარჯვო, ნუ ეცდები, მოწინააღმდეგეზე ძლიერი გახდე, არამედ ის გახადე შენზე სუსტი
• როდესაც ზარმაცებს ეხმარები, ამით ეხმარები, კისერზე დაგასხდნენ
• ადვილია, იყო წმინდანი, როცა ტიან-შანის მთაზე ზიხარ. უფრო ძნელია, წმინდანი დარჩე, როცა ბაზარში ზიხარ.