სამდღიანი დიეტა ორგანიზმის ზედმეტი შაქრისგან გასაწმენდად

CC BY 2.0 / Health Gauge / Sugar Spoonშაქარი
შაქარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
გამოწერა
დიდი რაოდენობით შაქრის მოხმარებისას ორგანიზმი იყენებს მხოლოდ იმდენს, რამდენიც მისთვის აუცილებელია, რათა ადამიანის ენერგიულობა ამაღლდეს. დანარჩენი ნაწილი კი ცხიმის სახით „ინახება“.

გთავაზობთ სამდღიან დიეტას, რომლის დახმარებითაც ზედმეტ წონასაც დაიკლებთ და გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე შეამცირებთ ტკბილის მოთხოვნილებას.

უარი თქვით შაქარზე. ამის გაკეთება ძნელია, მაგრამ შესაძლებელი. ყველაზე ძალიან ტკბილის მოყვარულებს გაუჭირდებათ. როდესაც საკვები მუშავდება, ორგანიზმი ტვინს „შიმშილის“ სიგნალებს უგზავნის, რაც გემრიელი ტკბილი დესერტის მიღების სურვილს აჩენს. თავი შორს უნდა დაიჭიროთ დესერტებისგან, რათა თავი აარიდოთ შაქრის მიღებას. ეცადეთ ეს ეტაპობრივად გააკეთოთ და დროთა განმავლობაში შაქარზე საერთოდ უარის თქმასაც შეძლებთ.

დიეტა, რომელიც ამაში დაგეხმარებათ:

ჰორმონების დონის მოწესრიგებაში სპორტი და დასვენება დაგეხმარებათ - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2016
„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?

პირველი დღე

საუზმე

1 ჭიქა შვრია ქლიავთან, ნუშთან და მარცვლეულთან შერეული, ან 3 მოხარშული კვერცხი. შესაძლებელია ომლეტიც.

მეორე საუზმე

ერთი მუჭა ნიგოზი ან ხილი

სადილი

ქათმის ფილე მომზადებულ შემწვარ ბოსტნეულთან ერთად (ყაბაყი, სტაფილო, ჭარხალი, თალგამი, ლობიო) და ნუში.

ვახშამი

შემწვარი თევზი ერთ თეფშ მწვანე პარკოსნებთან ერთად ან ორაგული ბროკოლთან ერთან და ახალი სოკო.

მეორე დღე

CC BY-SA 2.0 / Michael Stern / Wall Foodხილ-ბოსტნეული
სამდღიანი დიეტა ორგანიზმის ზედმეტი შაქრისგან გასაწმენდად - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
ხილ-ბოსტნეული

საუზმე

1 ჭიქა შვრია მოცვთან, სხვადასხვა მარცვლეულთან და ნუშთან შერეული, ან 3 კვერცხისგან მომზადებული ომლეტი და ხილის წვენი.

მეორე საუზმე

ერთი მუჭა ნიგოზი ან ბანანი

სადილი

შემწვარი ბოსტნეული (ცუკინი, წითელი და ყვითელი წიწაკა) ლიმონთან, ძმართან და ბეგქონდარასთან ერთად, ან წითელი და მწვანე კომბოსტოს სალათი გახეხილ სტაფილოსთან ერთად ლიმონის წვენით, ზეთისხილის ზეთით, მცირეოდენი მარილით და დაჭრილი ოხრახუშით.

ჰოროსკოპი - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2017
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვახშამი

ორთქლზე მოხარშული მწვანე ბოსტნეული, პარკოსნების სუპი ან გამომცხვარი ვირთევზა შემწვარ ჩინურ კომბოსტოსთან ერთად, შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო.

მესამე დღე

საუზმე

1 ჭიქა შვრია მოცვთან, ნუშთან და მარცვლეულთან შერეული, ხილის წვენი.

მეორე საუზმე

ერთი მუჭა ნიგოზი ან ხილი

სადილი

2 შემწვარი ქათმის ბარკალი როზმარინით, ლიმონითა და სალბით, ან შემწვარი ქათამი ხახვით, ზეთისხილითა და ბეგქონდარით.

ვახშამი

სოკოს ბულიონი ნივრით, ხახვით, სტაფილოთი, ნიახურით, ბეგქონდარით და დაფნის ფოთლით, ან ყავისფერი ბრინჯი სოკოთი, რეჰანითა და ტომატის სოუსით.

შაქრის საწინააღმდეგო სასმელები დეტოქსიკაციისთვის

ნიახური - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2016
ნიახურის სუპი – ჯადოსნური დიეტა წონის დასაკლებად

შეცვალეთ ტკბილი სასმელები ორგანიზმის გამწმენდი და მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად განკუთვნილი სასმელებით:

წყალი დეტოქსიკაციისთვის

აირჩიეთ რომელიმე პროდუქტი: გრეიპფრუტი, მოცვი, მარწყვი, ფორთოხალი. დაჭერით, დაუმატეთ რეჰანი ან პიტნა.

შემდეგ აურიეთ წყლიან მინის დოქში. გააცივეთ და სვით დღის განმავლობაში.

ეს ხილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ორგანიზმს შაქრის გამო დაგროვილი ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება. ამასთან ერთად ისინი შეიცავენ ბუნებრივ შაქარს, რომელიც ორგანიზმისთვის ძალზე სასარგებლოა.

ჩაი დეტოქსიკაციისთვის

დღეში სამჯერ დალიეთ მწვანე და უშაქრო ჩაი. მწვანე ჩაი ძალიან ეფექტურია დეტოქსიკაციისთვის, რადგან ანტიოქსიდანტებს შეიცავს. გარდა ამისა, მისი შარდმდენი მოქმედება წვავს ცხიმს და აბრკოლებს წყლის შეკავებას.

ყავა

რაც შეეხება ყავას, ის დღეში ერთ ჭიქაზე მეტი არ უნდა მიიღოთ (შავი ყავა უშაქროდ), ამან შეიძლება გულის კუმშვის სიხშირე გაზარდოს.

ეს სასმელები დღის განმავლობაში მიიღეთ. დიეტა ძალზე ეფექტურია. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ შეარჩიოთ ახალი და ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული და ხილი, პარალელურად კარგია ფიზიკური აქტივობა.

ყველა ახალი ამბავი
0