10:06 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე - ბიოგრაფია

© photo: Ministry of IDPs, Labor, Health and Social Affairs / FB
ცნობები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობის ტრანსფორმაცია (68)
58 0 0

ეკატერინე ტიკარაძემ მიიღო სამედიცინო განათლება საქართველოში, გერმანიასა და ავსტრიაში, მუშაობდა ჯანდაცვის სექტორში მენეჯერად

ეკატერინე ტიკარაძემ შეინარჩუნა გიორგი გახარიას მთავრობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი.

ეკატერინე ტიკარაძე 1976 წლის 3 მარტს დაიბადა.

1998 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი, ხოლო 2005 წელს ზოგადი პროფილის სტომატოლოგიის კურსი გაიარა.

2007-2008 წლებში გერმანიაში გაიარა ყბა-სახის იმპლანტაციის სრული კურსი, ხოლო 2015-2016 წლებში - მიუნსტერის (გერმანია) ჯანდაცვის აკადემიაში ჰოსპიტალურ სექტორში მართვის კურსი.

2016-2019 წლებში სწავლობდა ავსტრიაში, Donau-Universität Krems-ში, ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ჰოსპიტალური სექტორის ეკონომიკისა და მართვის მიმართულებით. მიღებული აქვს მენეჯმენტის და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

2006-2008 წლებში ქალაქ ნიურნბერგში (გერმანია) ფონდში „სტომატოლოგები საზღვრების გარეშე" პროექტის განვითარების მენეჯერი იყო.

2008-2013 წლებში შვეიცარიულ კომპანია „მედტრანსში“ მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტად მუშაობდა.

2009-2015 წლებში საჩხერის სტომატოლოგიურ კლინიკაში „დოსტაქარი" იყო მენეჯერი კონცეპტუალურ საკითხებში.

2015-2016 წლებში ტიკარაძე მუშაობდა საქართველოს საპარტნიორო ფონდში, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ჯანდაცვის სექტორის განვითარების მიმართულებით და ამბულატორიაში Georgia Healthcare Group PLC.

2015-2019 წლებში „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების" გენერალური დირექტორი იყო.

2019 წლის ივნისში ტიკარაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა.

ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.

თემები:
საქართველოს მთავრობის ტრანსფორმაცია (68)

მთავარი თემები