„ვღელავ" – ჯანდაცვის ახალი მინისტრი ახალი სამუშაოს შესახებ

© photo: Government of Georgiaდავით სერგეენკო, მამუკა ბახტაძე და ეკატერინე ტიკარაძე
დავით სერგეენკო, მამუკა ბახტაძე და ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, 42 წლის ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს ამ თანამდებობაზე.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. მალე დაიწყება რეფორმების მეორე ეტაპი, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობაზე ოფიციალური წარდგენის შემდეგ.

ახალი მინისტრი საზოგადოებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა. მან განაცხადა, რომ დავით სერგეენკო, რომელსაც ეს პოსტი შვიდი წლის განმავლობაში ეკავა, მისი მრჩეველი გახდება.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
დავით სერგეენკო – საქართველოს პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე?

„ჩვენ დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდისა და ბატონი დავითის [სერგეენკო] დამსახურებაა. ჩვენი შემდგომი ეტაპი მეორე ფაზის განხორციელებაა, რომელიც გულისხმობს უფრო მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას", – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, პრიორიტეტული რჩება ისეთი საკითხები, როგორიცაა პაციენტების უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი, ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგება, რათა მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, ასევე სოციალურ სფეროსთან, იძულებით გადაადგილებულ პირებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რიგი საკითხები. ყველა ეს მიმართულება საქართველოსთვის დიდ გამოწვევად რჩება, აღნიშნა ტიკარაძემ.

ახალი მინისტრი გამოტყდა, რომ ღელავს.

„გულწრფელად გეტყვით, ვღელავ, ვგრძნობ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და ბატონ დავითს – რეკომენდაციისთვის... დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა არც ერთი საკითხი და არც ერთი პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა და პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში ყველაზე წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას", – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკა ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირი „დოსტაქარის" დირექტორი იყო. ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში 2009 წლიდან მუშაობდა როგორც მიწვეული კონსულტანტი, მანამდე მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. ჯანდაცვის ახალი მინისტრი გერმანული Donau-Universität Krems-ის კურსდამთავრებულია.

პრემიერ-მინისტრმა დავით სერგეენკოს შემცვლელი წარადგინა>>

დავით სერგეენკო 2007-2012 წლებში საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკების გაერთიანების დირექტორი, ასევე "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0