14:25 27 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
თამარ მეფის ფრესკა ვარძიაში

დღეს თამარობაა - თამარ მეფის ხსენების დღე

© photo: Sputnik / Tunkel
ცნობები
მოკლე ბმულის მიღება
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (68)
93 0 0

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, 14 მაისს ქართველების ერთ-ერთ საყვარელ, წმინდანად შერაცხულ თამარ მეფეს იხსენებს.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. დღეს საქართველოში თამარობა აღინიშნება. ის ქართველთა სათაყვანებელი მეფის თამარის ხსენების დღეა.

საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი და გაბრწყინებული, როგორც თამარის მეფობის ხანაში — 1184-1213 წლებში. 

თამარ მეფემ ყველაფერი გააკეთა, რომ ქრისტიანობა სრულიად საქართველოს რელიგია ყოფილიყო. ქართულმა ეკლესიამ ამ ზრუნვისა და გულუხვობისათვის თამარი წმინდანად შერაცხა და 14 მაისი დაადგინა მისი ხსენების დღედ.

დიდი მეფის ხსენების დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა იმართება. საქართველოში ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა 1917 წლიდან — ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან. დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში, სადაც გადმოცემით თამარი ლოცულობდა და სადაც ჯვარი დაიწერა დავით სოსლანზე.

წმინდა მეფის ხატთან ლოცვა დაგეხმარებათ განიწმინდოთ ავადმყოფობაში გადასული სხვადასხვა მავნე ჩვევებისგან. ხატს შესთხოვენ სულიერი და ფიზიკური ავადობისგან განკურნებასა და საცხოვრებლის სტიქიური უბედურებისგან დაცვას.

 

თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (68)

მთავარი თემები