ბასილაშვილი კვლავ იგებს – წინ ზვერევთან დაპირისპირება გველის

© AFP 2024 / GLYN KIRKნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
პირველი ეტაპისგან განსხვავებით ქართველ ჩოგბურთელს იტალიელ სონეგოსთან გამარჯვებისთვის სამი სეტი დასჭირდა. შეხვედრა ორი საათი და 43 წუთი გაგრძელდა.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებულ სვლას აგრძელებს.
ქართველმა ჩოგბურთელმა ოლიმპიადაზე უკვე მეორე შეხვედრა მოიგო. ესპანელი კარბალეს ბაენას შემდეგ ნიკოლოზმა დაძაბულ ბრძოლაში იტალიელ ლორენცო სონეგოს სძლია და მერვედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ნიკა ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
ბასილაშვილმა ოლიმპიადა მარტივი გამარჯვებით დაიწყო
ბასილაშვილმა შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყო, მან მეტოქეს პირველი სეტის სტარტზევე ბრეიკი შეუსრულა. სონეგომ ქართველ ჩოგბურთელს საპასუხო გეიმი მალევე მოუგო და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა სეტის დასკვნით ფაზაში ნიკოლოზმა იტალიელის ჩაწოდება კიდევ ერთხელ მოიგო და წინ გავიდა. მეორე სეტი ლორენცომ უკეთ დაიწყო, რაც მალევე უპირატესობაში გარდაისახა და ანგარიში გათანაბრდა.
მესამე და გადამწყვეტ სეტში ნიკოლოზმა ასპარეზობა ცუდად დაიწყო. 1:1-ზე მან საკუთარი ჩაწოდება წააგო და იტალიელს დიდი უპირატესობა მიანიჭა. მიუხედავად ამისა, ქართველმა ჩოგბურთელმა თამაშში დაბრუნება შეძლო და ბოლო სეტი ანგარიშით 6:4 დახურა. საბოლოოდ შეხვედრა ნიკოლოზის გამარჯვებით 6:4, 3:6, 6:4 დასრულდა.
ბასილაშვილი შემდეგ შეხვედრას 28 ივლისს გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0