https://sputnik-georgia.com/20210724/basilaSvilma-olimpiada-martivi-gamarjvebiT-daiwyo-252411762.html
ბასილაშვილმა ოლიმპიადა მარტივი გამარჯვებით დაიწყო
ბასილაშვილმა ოლიმპიადა მარტივი გამარჯვებით დაიწყო
Sputnik საქართველო
ბასილაშვილი პირველი გამარჯვების შემდეგ შესაძლოა მასპინძელ ჩოგბურთელს შეხვდეს. 1/16-ფინალურ ეტაპზე მისი მეტოქე ამ წუთებში დანიელსა და სონეგოს შორის ირკვევა. 24.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-24T09:46+0400
2021-07-24T09:46+0400
2021-07-24T09:48+0400
ახალი ამბები
სპორტი
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/04/251644631_0:0:3267:1838_1920x0_80_0_0_e8539af4b3081128d17d0f1bb4dcdfa0.jpg
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გამარჯვებით დაიწყო.საქართველოს პირველმა ჩოგანმა პირველ ეტაპზე ესპანელი რობერტო კარბალეს ბაენა მარტივად ორ სეტში დაამარცხა. ბასილაშვილმა პირველი სეტი ერთი ბრეიკით, ანგარიშით 6:3 მოიგო, ხოლო მეორე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს უკვე ორი ჩაწოდება წაართვა და საბოლოო ანგარიში (6:3, 6:2) დააფიქსირა.29 წლის ქართველი სპორტსმენი შემდეგ ეტაპზე (1/16) მასპინძელ ტარო დანიელსა და იტალიელ ლორენცო სონეგოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ერთადერთი ჩოგბურთელია.რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი ასპარეზობს.
https://sputnik-georgia.com/20210717/basilaSvilma-hamburgis-turnirze-meoTxedfinali-waago-252344623.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/04/251644631_536:0:3267:2048_1920x0_80_0_0_4368842af7e33d3cf7362acf79daeceb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
ბასილაშვილმა ოლიმპიადა მარტივი გამარჯვებით დაიწყო
09:46 24.07.2021 (განახლებულია: 09:48 24.07.2021) ბასილაშვილი პირველი გამარჯვების შემდეგ შესაძლოა მასპინძელ ჩოგბურთელს შეხვდეს. 1/16-ფინალურ ეტაპზე მისი მეტოქე ამ წუთებში დანიელსა და სონეგოს შორის ირკვევა.
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გამარჯვებით დაიწყო.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა პირველ ეტაპზე ესპანელი რობერტო კარბალეს ბაენა მარტივად ორ სეტში დაამარცხა. ბასილაშვილმა პირველი სეტი ერთი ბრეიკით, ანგარიშით 6:3 მოიგო, ხოლო მეორე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს უკვე ორი ჩაწოდება წაართვა და საბოლოო ანგარიში (6:3, 6:2) დააფიქსირა.
29 წლის ქართველი სპორტსმენი შემდეგ ეტაპზე (1/16) მასპინძელ ტარო დანიელსა და იტალიელ ლორენცო სონეგოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ერთადერთი ჩოგბურთელია.
რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი ასპარეზობს.