გიგა ჭიკაძე ბარბოსას წინააღმდეგ – ქართველი UFC-ს მთავარი მოვლენის მონაწილეა!

© courtesy of GIGA CHIKADZEგიგა ჭიკაძე
გიგა ჭიკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
გიგა ჭიკაძე და ედსონ ბარბოსა ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. ბრძოლა, სავარაუდოდ, ლას-ვეგასის არენა UFC Apex-ზე გაიმართება.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. UFC-ს მებრძოლი ნახევრად მსუბუქ წონაში გიგა ჭიკაძე მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას გამართავს. ის ოქტაგონზე გამოცდილი ბრაზილიელი მებრძოლის ედსონ ბარბოსას წინააღმდეგ გამოვა.
გიგა ჭიკაძე UFC-ში თავს იმკვიდრებს, კვარაცხელია „რუბინში“ კვლავ აღიარეს>>
ჭიკაძისა და ბარბოსას ორთაბრძოლა 28 აგვისტოს გაიმართება და ის UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენა (Main event) იქნება, რაც გიგას კარიერაში პირველად ხდება.
  • 32 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ში 2019 წლის სექტემბრიდან ასპარეზობს და მას ამჟამად აბსოლუტური შედეგი აქვს. ჭიკაძემ ამ დროის განმავლობაში ექვსი ბრძოლის ჩატარება მოასწრო და ყველა მათგანში გამარჯვებული დარჩა, აქედან ორი შეხვედრა ვადაზე ადრე დაასრულა.
რაც შეეხება გიგას მომავალ მოწინააღმდეგეს, ბარბოსას ანგარიშზე UFC-ში 22 გამარჯვება და ცხრა მარცხია. ბრაზილიელი ბოლოს მიმდინარე წლის მაისში შეინ ბურგოსს დაუპირისპირდა და ნოკაუტით გამარჯვება იზეიმა.
ყველა ახალი ამბავი
0