16:32 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1129)
117 0 0

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებამდე ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ვილი სანიოლის გუნდმა რუმინეთს 2:1 მოუგო, ხოლო ნიდერლანდის ნაკრებთან სამი უპასუხო გოლით დამარცხდა.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი ნიდერლანდთან წაგებული თამაშის შემდეგ უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ მისი გუნდი მეტს იმსახურებდა.

საქართველოს ნაკრებმა გუშინ ენსხედეში ნიდერლანდთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და დიდი ანგარიშით, 3:0 დამარცხდა. მოწინააღმდეგე გუნდიდან გოლები მემფის დეპაიმ, ვუტ ვეგჰორტსმა და რაიან გრავენბეხმა გაიტანეს. ქართველებმა თამაშის მიმდინარეობისას რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს, მაგრამ უფრო ძლიერი ნიდერლანდის წინააღმდეგ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მეტოქემ საგოლე მომენტების რეალიზება უკეთ მოახერხა, რაც მატჩის დასასრულს ტაბლოზეც აისახა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა. მან აღნიშნა, რომ მიზნის მისაღწევად ფეხბურთელებისგან მეტი მონდომებაა საჭირო.

„​ნიდერლანდის წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა დაგვანახა, რომ წარმატების მისაღწევად და კარგი შედეგის საჩვენებლად გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც ახალ პროექტში 100 პროცენტით იქნებიან ჩართული და მზად იქნებიან, რომ ბოლომდე დაიხარჯონ. დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე ასე არ იყო და სწორედ ამიტომ ცოტა უკმაყოფილი ვარ“, – აღნიშნა ფრანგმა სპეციალისტმა.

სანიოლმა ასევე განაცხადა, რომ ამხანაგური შეხვედრები მცირე ექსპერიმენტების საშუალებას იძლევა, მაგრამ დანაკლისის მიუხედავად საქართველოს ნაკრები ერთი გოლის გატანას იმსახურებდა.

„ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე ვთქვით, რომ ეს შეხვედრები არის ახალი მოთამაშეებისა და ახალი ტაქტიკის გამოსაცდელად. დღეს ჩვენზე ბევრად ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, რომ მინიმუმ ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

მთავარმა მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ ნაკრებს მომავალი ოფიციალური შეხვედრებისთვის მეტად ამბიციური მიზნები აქვს. ამასთან დიდია იმედი, რომ ეროვნული გუნდი მომავალ მატჩებს ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდება.

აეროპორტში მიტოვებული ლიეტუველი მორაგბეები და სანიოლის სადებიუტო გამარჯვება ნაკრებში>>

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 2 სექტემბერს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურში კოსოვოს ნაკრებს ბათუმში უმასპინძლებს. ნიდერლანდის ნაკრები კი ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე განაგრძობს, სადაც 13 ივნისს პირველ მატჩში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

თემები:
სპორტის ამბები (1129)

მთავარი თემები