საქართველოს საფეხბურთო ნაკრები FIFA-ს რეიტინგში პოზიციებს ინარჩუნებს

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველოოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
ივნისის დასაწყისში საქართველოს ნაკრები რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. აღნიშნულ ტესტ-მატჩებში ვილი სანიოლის გუნდი რეიტინგში მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეცდება.

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა გუნდმა FIFA-ს რეიტინგში პოზიცია შეინარჩუნა და ის განახლებულ სიაში კვლავ 91-ე ადგილს იკავებს, ინფორმაციას FIFA-ს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

„ჯვაროსნებს“ ამ ეტაპზე 1259.51 ქულა აქვთ და აღნიშნული მაჩვენებლით რეიტინგში სომხეთსა (1273.28) და ვიეტნამს (1258.06) შორის იმყოფებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის თვის დასაწყისში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და რეიტინგში დაწინაურებას შეეცდება. 2 ივნისს ვილი სანიოლის გუნდი ქალაქ პლოიეშტიში რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, 6 ივნისს კი ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდების ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.

ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
რომელ კლუბში ითამაშებს კვარაცხელია? – ხვიჩას მსურველთა რიგი უდგას

FIFA-ს რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები კვლავ ბელგიაა (1783.38). მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი კი მეორე ადგილს იკავებს.

რეიტინგის მიხედვით პირველი ათი საუკეთესო ნაკრების სია ასე გამოიყურება:

1. ბელგია - 1783.38

2. საფრანგეთი - 1757.3

3. ბრაზილია - 1742.65

4. ინგლისი - 1686.78        

5. პორტუგალია - 1666.12        

6. ესპანეთი - 1648.13        

7. იტალია - 1642.06

8. არგენტინა - 1641.95     

9. ურუგვაი - 1639.08        

10. დანია - 1631.55.

ყველა ახალი ამბავი
0