18:47 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
60 0 0

მეორე წრეში ბასილაშვილმა სამ სეტში დაუთმო 18 წლის ესპანელ კარლოს ალკარუს გარფიას, რომელიც რეიტინგში 98-ე ადგილს იკავებს.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (31-ე პოზიცია АТР-ს რეიტინგით) „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე - „როლან გაროსზე“ ასპარეზობა დაასრულა.

მეორე წრეში ბასილაშვილმა სამ სეტში (4:6, 2:6, 4:6) დაუთმო 18 წლის ესპანელ კარლოს ალკარუს გარფიას, რომელიც АТР-ს რეიტინგში 98-ე ადგილს იკავებს. მატჩი ორ საათზე ნაკლებ დროს გაგრძელდა.

ბასილაშვილისთვის მთავარი პრობლემა ჩაწოდება იყო. ბასილაშვილის შემთხვევაში პირველი ბურთის მოხვედრის პროცენტმა შეადგინა 59, გარფიას 68-ის წინააღმდეგ. ამაზე უარესია პირველ ჩაწოდებაზე მოგებული ბურთების სტატისტიკა - 58 პროცენტი 78-ის წინააღმდეგ. საერთო ჯამში ესპანელმა ექვსი ბრეიკის გაკეთება შეძლო, ბასილაშვილმა - ორის.

პრინციპში, გარფიას გამარჯვებას შეიძლება ეწოდოს სენსაციური, რადგან ესპანელი ტურნირის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო რაუნდიდან მოხვდა. მერვედფინალში გასვლაზე ესპანელი გერმანიის წარმომადგენელს, იან-ლენარდ შტრუფს (42) დაუპირისპირდება.

„როლან გაროსის“ მეორე რაუნდში გასვლამ ბასილაშვილს 45 სარეიტინგო ქულა და 84 ათასი ევრო საპრიზო თანხა მოუტანა. პარიზის გრუნტის კორტებზე ქართველის საუკეთესო შედეგი - 2017 წელს ტურნირის მესამე წრეში გასვლაა.

„როლან გაროსის“ საერთო საპრიზო ფონდი 17,171 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია რაფაელ ნადალი.

მთავარი თემები