ეკატერინე გორგოძე Roland Garros-ს გამოეთიშა

© photo: Eko Gorgodze / FBეკატერინე გოტგოძე
ეკატერინე გოტგოძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
გამოწერა
ქართველი ჩოგბურთელი დანიის წარმომადგენელთან ორ სეტში დამარცხდა, თამაშის პირველი სეტი თანასწორ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ ქართველმა თავისი შანსი ვერ გამოიყენა.

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ საფრანგეთის ღია პირველობის (Roland Garros) მეორე წრეში გასვლა ვერ მოახერხა და ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

პარასკევს 29 წლის გორგოძემ, რომელიც WTA-ს რეიტინგში 222-ე ადგილს იკავებს, კვალიფიკაციის ფინალურ ეტაპზე ესპანელი ნურია პარიზა დიაზი დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს რეიტინგში 165-ე პოზიციაზე მყოფ ესპანელს ანგარიშით 6:3, 6:4 სძლია და შედეგად, ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

ეკატერინე გორგოძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გორგოძის მორიგი გამარჯვება და ერთი ნაბიჯი პრესტიჟული ტურნირის ფინალურ ეტაპამდე

დღეს ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში წააგო 18 წლის დანიელთან, კლარა ტაუსონთან – 4:6, 2:6. მატჩი ერთ საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.

პირველი სეტი თითქმის თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ბრეიკ-პოინტები ორივე ჩოგბურთელს ჰქონდა და ერთადერთხელ ამ შანსის გამოყენება მეათე გეიმში დანიელმა მოახერხა, რითაც პირველი სეტის მოგება შეძლო.

მეორე სეტი გორგოძემ კარგად დაიწყო და ბრეიკით დაწინაურდა, შემდეგ კი ტაუსონმა დიდი უპირატესობა მოიპოვა, სამი ბრეიკი შეასრულა და ზედიზედ ხუთი გეიმის მოგებით დაასრულა შეხვედრა.

ეკატერინე გორგოძემ Roland Garros-ზე კარიერაში პირველად ითამაშა.

დიდი ალბათობით, WTA-ს განახლებულ რეიტინგში, რომელიც ტურნირის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება, გორგოძე ტავის პოზიციებს გაიუმჯობესებს.

ყველა ახალი ამბავი
0