16:03 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
50 0 0

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კვარაცხელიამ 60 პუნქტით გაუსწრო არსენ ზახარიანს, რომელიც მოსკოვის „დინამოში“ თამაშობს.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეორედ რუსეთის პრემიერ-ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს, ნათქვამია ტურნირის ვებ-გვერდზე.

ამ ნომინაციის გამარჯვებულს ირჩევდნენ რუსეთის პრემიერ-ლიგის კლუბების მწვრთნელები, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი, ლიგის გუნდების კაპიტნები და matchpremier-ის კომენტატორები.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კვარაცხელიამ 145 ქულა დააგროვა და 60 ქულით გაუსწრო არსენ ზახარიანს მოსკოვის „დინამოდან“.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია ასევე გახდა სეზონის ლიდერი წარმატებული დრიბლინგების რიცხვით – 159.

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ 2019 წლიდან ასპარეზობს, მას კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის 2020/2021 წლების სეზონის 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარის აღება ოთხჯერ მოახერხა. მის ანგარიშზე ასევე რვა საგოლე გადაცემაა მოპოვებული პენალტების ჩათვლით.

ხვიჩა არაერთხელ აღიარეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, ბევრჯერ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებებში, ხოლო ქომაგებმა ის თვის შედეგების მიხედვით „რუბინის“ საუკეთესო მოთამაშედ რამდენჯერმე დაასახელეს.

 

მთავარი თემები