08:54 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
45 0 0

ევროპის ჩემპიონი გახდა ზურაბ დათუნაშვილი (-87 კგ), რომელიც ამჟამად სერბეთის ნაკრების სახელით ასპარეზობს

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აიღეს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში იმართება.

ტურნირის მოგება შეეძლო იაკობ ქაჯაიას, მაგრამ 130 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ფალავანმა თურქ რიზა კაიაალპისთან (Rıza Kayaalp) დამარცხდა (1:3).

ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ლერი აბულაძე (-63 კგ). მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა რუმინეთის წარმომადგენელ მიხაი მიხუტს (9:1) აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონი გახდა ზურაბ დათუნაშვილი (-87 კგ), რომელიც ამჟამად სერბეთის ნაკრების სახელით ასპარეზობს.

კონტინენტური პირველობის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს. 72 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში შმაგი ბოლქვაძე სომეხ მალხას ამოიანს შეერკინება. გამარჯვების შანსი აქვს ასევე აივენგო რიკაძეს (-82 კგ), რომელიც ჩემპიონატის ბრინჯაოსთვის იბრძოლებს. მისი მეტოქის ვინაობა რეპეშაჟში გაირკვევა.

მთავარი თემები