11:27 06 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1334
  • 100 RUB4.6010
  • USD3.4399
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
63 0 0

მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიამ „რუბინში“ 23 მატჩი ითამაშა, ოთხი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. „რუბინის“ ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია სეზონის ბოლომდე მინდორზე ალბათ ვეღარ გავა, განაცხადა ყაზანის გუნდის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერ-ლიგის XXVI ტურის პირველ ტაიმში „ურალის“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო. სავარაუდოდ, საუბარია ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმაზე. კვარაცხელიამ მინდვრის დატოვება მხოლოდ ექიმების დახმარებით შეძლო.

„მას აქვს ტრავმა, რომლის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ჯერ არ გაგვიკეთებია. სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე ის ვეღარ ითამაშებს, რადგან ფორმაში ჩადგომას 2-3 კვირა დასჭირდება, რისკი აქ არ გვჭირდება“, - განუცხადა საიმანოვმა გამოცემას champioanat.com.

მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიამ „რუბინის“ შემადგენლობაში 23 მატჩი ითამაშა, ოთხი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა („გამომუშავებული“ პენალტების ჩათვლით).

„ურალის“ დამარცხების შემდეგ „რუბინმა“ 46 ქულა მოაგროვა და ტურნირში მეოთხე ადგილზე გავიდა, რის შედეგადაც ევროთასის ზონაში აღმოჩნდა.

რუსეთის პრემიერ-ლიგის მიმდინარე სეზონზე დარჩენილია ოთხი ტური, რომლებშიც „რუბინი“ შეხვდება „კრასნოდარს“, „დინამოს“, „როტორს“ - სახლში და ტულის „არსენალს“ - გასვლით მატჩში. 

მთავარი თემები