ხვიჩა კვარაცხელიამ „ურალთან“ მატჩში ტრავმა მიიღო

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშიხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია
 - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2021
გამოწერა
რა სახის დაზიანება აქვს კვარაცხელიას, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ საუბარია ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმაზე

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო ტრავმა რუსეთის პირველი ლიგის XXVI ტურის მატჩში „ურალთან“ და მოედანი დატოვა.

32-ე წუთზე კვარაცხელია მეტოქეს გაცდა, რომელიც მის წაქცევას ეცადა, თუმცა ვერ მოახერხა და, სავარაუდოდ, ორ ნაბიჯშივე კუნთი გაეჭიმა, თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მოულოდნელად გაზონზე დაეცა.

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშიხვიჩა კვარაცხელიამ „ურალთან“ მატჩში ტრავმა მიიღო
ხვიჩა კვარაცხელიამ „ურალთან“ მატჩში ტრავმა მიიღო - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2021
ხვიჩა კვარაცხელიამ „ურალთან“ მატჩში ტრავმა მიიღო

ნახევარმცველმა ხელი ბარძაყზე მოიკიდა და მაშინვე ანიშნა, რომ თამაშს ვეღარ გააგრძელებდა. ფეხბურთელმა მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.

რა სახის დაზიანება აქვს კვარაცხელიას, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ საუბარია ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმაზე. თუ ეს ასეა, ხვიჩა, სავარაუდოდ, 2-3 კვირას გააცდენს.

ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
კვარაცხელიამ ქართველ ფეხბურთელებს შორის ახალი რეკორდი დაამყარა

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ის „რუბინის“ მოგებით ანგარიშით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს დარკო ევტიჩმა გაიტანა.

„ურალთან“ გამარჯვების შემდეგ „რუბინმა“ 46 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავა. კლუბი სეზონში პირველად ევროთასების ზონაში აღმოჩნდა.

მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიამ „რუბინის“ შემადგენლობაში რუსეთის პირველ ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა („გამომუშავებული“ პენალტების ჩათვლით).

ყველა ახალი ამბავი
0