09:31 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
75 0 0

ახალი მოთამაშეების გამოძახება უკავშირდება ლევან შენგელიას დისკვალიფიკაციას, რომელიც ესპანეთთან მატჩის დროს მოედნიდან გააძევეს.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩზე საბერძნეთთან ორი ახალი მოთამაშე გამოიძახა, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური.

ეროვნულ გუნდს სალონიკში გაჰყვა ორი მცველი, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობენ – 19 წლის ირაკლი აზაროვი ბათუმის „დინამოდან“ და 23 წლის დავით კობოური თბილისის „დინამოდან“. ახალი მოთამაშეების გამოძახება უკავშირდება ლევან შენგელიას დისკვალიფიკაციას, რომელიც ესპანეთთან მატჩის დროს მოედნიდან გააძევეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე სალონიკში იმყოფება. მატჩისწინა ვარჯიშზე სანიოლი გამართავს პრესკონფერენციას და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო-2022-ის შესარჩევი ციკლი ორი წაგებით დაიწყო: გასვლაზე შვედეთთან (0:1) და შინ ესპანეთთან (1:2). ამჟამად შერჩევი В ჯგუფის ლიდერია შვედეთი 6 ქულით, მეორე ადგილზეა ესპანეთი. „ფურია როხას“ აქტივში 4 ქულაა.

საქართველოს და საბერძნეთის ნაკრებებს შორის მატჩი სალონიკში 31 მარტს გაიმართება. თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მთავარი თემები