საქართველოს ფეხბურთის ნაკრებში საბერძნეთთან მატჩისთვის ორი ახალი მოთამაშე გამოიძახეს

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEსაქართველო-ესპანეთი. მეორე ტაიმი
საქართველო-ესპანეთი. მეორე ტაიმი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
გამოწერა
ახალი მოთამაშეების გამოძახება უკავშირდება ლევან შენგელიას დისკვალიფიკაციას, რომელიც ესპანეთთან მატჩის დროს მოედნიდან გააძევეს.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩზე საბერძნეთთან ორი ახალი მოთამაშე გამოიძახა, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური.

ეროვნულ გუნდს სალონიკში გაჰყვა ორი მცველი, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობენ – 19 წლის ირაკლი აზაროვი ბათუმის „დინამოდან“ და 23 წლის დავით კობოური თბილისის „დინამოდან“. ახალი მოთამაშეების გამოძახება უკავშირდება ლევან შენგელიას დისკვალიფიკაციას, რომელიც ესპანეთთან მატჩის დროს მოედნიდან გააძევეს.

ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
„რუბინის“ გენდირექტორი: კვარაცხელიას გაყიდვას არ ვაპირებ

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე სალონიკში იმყოფება. მატჩისწინა ვარჯიშზე სანიოლი გამართავს პრესკონფერენციას და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო-2022-ის შესარჩევი ციკლი ორი წაგებით დაიწყო: გასვლაზე შვედეთთან (0:1) და შინ ესპანეთთან (1:2). ამჟამად შერჩევი В ჯგუფის ლიდერია შვედეთი 6 ქულით, მეორე ადგილზეა ესპანეთი. „ფურია როხას“ აქტივში 4 ქულაა.

საქართველოს და საბერძნეთის ნაკრებებს შორის მატჩი სალონიკში 31 მარტს გაიმართება. თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0