„დინამო-არენაზე“ შუქის ჩაქრობას ესპანელების ვარჯიშზე ესპანური პრესა ეხმაურება

© Sputnik / Alex Shlamov„დინამო-არენას“ ცარიელი ტრიბუნები
„დინამო-არენას“ ცარიელი ტრიბუნები - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
გამოწერა
თავიდან მოედანზე ქომაგები შევარდნენ, რომლებიც სტადიონის დაცვამ დაიჭირა,  ვარჯიშის დაწყების შემდეგ კი „დინამო-არენაზე“ შუქი ჩაქრა

თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ესპანური მედია ხმაურიანად გამოეხმაურა ელექტროენერგიის გათიშვას „დინამო-არენაზე“ მსოფლიო-2022-ის შესარჩევი მატჩის წინ ესპანეთის ნაკრების ვარჯიშის დროს.

27 მარტს ესპანეთის ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში „დინამო-არენაზე“ ორჯერ შეწყდა. თავიდან მოედანზე ქომაგები შევარდნენ, რომლებიც სტადიონის დაცვამ დაიჭირა, ვარჯიშის დაწყების შემდეგ კი „დინამო-არენაზე“ ელექტროენერგია გაითიშა. ესპანეთის ნაკრები იძულებული იყო დაბრუნებულიყო გასახდელში, და რადგან პრობლემა უმოკლეს ვადებში არ აღმოიფხვრა, სტუმრების სამწვრთნელო შტაბმა სასტუმროში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

„როდესაც მოედანზე საქართველოს ნაკრები ვარჯიშობდა, არანაირი პრობლემა არ შექმნილა. გუნდები უთანასწორ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ“, - წერს COPA.

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან თამაში ადვილი არ იქნება

El Espanol: „ეს იყო ეროვნული ნაკრების ბოლო დროის ყველაზე არარეალური ვარჯიში. ჩვენს ნაკრებს ხელი ორჯერ შეუშალეს. ჯერ მოედანზე ფანები გავარდნენ, შემდეგ კი შუქი ჩაქრა და გუნდი იძულებული იყო ვარჯიში შეეწყვიტა“.

EFE: „მას შემდეგ, რაც სტადიონზე შუქი ჩაქრა, ფეხბურთელებს შხაპის მიღება სიბნელეში და გამოცვლა მობილური ტელეფონების შუქზე მიუწიათ. გამოდის, რომ საქართველოსთან მატჩის წინ ესპანეთის ნაკრები სრულფასოვანი ვარჯიშის გარეშე დარჩა“.

OK Diaro: „საბოტაჟი საქართველოში? სტადიონზე შუქი ჩაქრა და გუნდმა ვერ ივარჯიშა უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, რომელში ჩვენს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება აწყობს“.

ესოანეთის ნაკრების და მადრიდის „რეალის“ კაპიტანი ლეგენდარული სერხიო რამოსი ინციდენტს იუმორით გამოეხმაურა.

„ცხოვრებაში რა არ მინახავს, მაგრამ სტადიონზე შუქის ჩაქრობა და ამხელა ფეხბურთელის დაკარგვა, საოცარება იყო. ახლა გასახდელში უნდა დავბრუნდეთ. ეს ისტორიული მოვლენაა“, – თქვა ესპანეთის ნაკრების და მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა.

დააკისრებენ თუ არა „დინამო-არენას“ რაიმე სანქციებს ინციდენტების გამო, ჯერჯერობით უცნობია.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოს და ესპანეთის ნაკრებებს შორის თბილისში „დინამო-არენაზე“ 28 მარტს გაიმართება. თამაში 20:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0