00:19 29 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1179)
101 0 0

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველ სამ შეხვედრაში შვედეთს, ესპანეთსა და საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობის განაცხადი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ცნობილი გახდა.

საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან გასამართი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრების შემადგელობაში არიან დებიუტანტებიც.

სანიოლმა 25 მარტს შვედეთთან გასამართი მატჩისთვის განაცხადში საფრანგეთში დაბადებული, ბელგიური „სერენის“ 20 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შეიყვანა. ნაკრების მაისურს ასევე პირველად მოირგებენ თბილისის „ლოკომოტივის“ 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი, ბათუმის „დინამოს“ 24 წლის მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე. შვედეთთან საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველ შეხვედრას ჩაატარებს ფრანგი სპეციალისტი ვილი სანიოლი.

ეროვნული გუნდის სრული განაცხადი კი ასე გამოიყურება:

  • მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო)
  • მცველები: გურამ კაშია („ლოკომოტივი“, თბილისი), ოთარ კაკაბაძე („ტენერიფე“, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა („არსენალი“, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე („უფა“, რუსეთი), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო).
  • ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („ვალენსიენი“, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია („კარტახენა“, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი („ესბიერგი“, დანია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია („კონიასპორი“, კონია, თურქეთი)
  • თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე („სერენი“, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე („უიპეშტი“, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში 31 მარტს კი ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება.

თემები:
სპორტის ამბები (1179)

მთავარი თემები