ოფიციალურად - გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს

© courtesy of RFC Seraing Officielგიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე
გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
გამოწერა
ფედერაციაში ვარაუდობენ, რომ მიქაუტაძე მოახლოვებულ სანაკრებო მატჩებში მონაწილეობის მიღებას შეძლებს. ეროვნული გუნდი 25 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს იწყებს.

თბილისი, 11 მარტი - Sputnik. ბელგიური „სერენის“ 20 წლის თავდამსხმელი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, ოფიციალურად საქართველოს ნაკრებში ითამაშებს. ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრმა ზურაბ ხიზანიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში დაადასტურა.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2021
კვარაცხელიას მორიგი შოუ მოსკოვში და ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფი უკრაინაში

მიქაუტაძის ეროვნულ ნაკრებში გადმობირებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დიდი ხანია ცდილობს. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი ნაკრებს უკვე მარტში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში დაეხმარებოდა.

ზურაბ ხიზანიშვილმა, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი ასისტენტია ტელეკომპანიასთან საუბრისას განაცხადა, რომ 20 წლის თავდამსხმელის საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ყველა ფორმალური საკითხი მოგვარებულია. ხიზანიშვილმა ასევე განმარტა, რომ მიქაუტაძის მარტის შეხვედრებში თამაშს წინ არაფერი უდგას.

„ბოლო ინფორმაციით, ყველაფერი მოგვარებულია, მოქალაქეობაც. ასე რომ, თუ სხვა რამემ ხელი არ შეგვიშალა, მიქაუტაძე, რა თქმა უნდა, განიხილება. მეც მახარებს ეს ფაქტი, რადგან ახალი ფეხბურთელია ჩვენთვის“, - განაცხადა ხიზანიშვილმა.

მიქაუტაძე „ლიონის“ აკადემიის აღზრდილია, საიდანაც ის ფრანგულ „მეცში“ გადავიდა. გასული წლის ზაფხულში კი ის ბელგიის მეორე დივიზიონის კლუბ „სერენში“ იჯარის წესით გადავიდა. ბელგიის მეორე ლიგაში ჩატარებულ 18 მატჩში გიორგიმ უკვე 18 გოლის გატანა მოახერხა.

გურამ თუშიშვილის ორთაბრძოლა - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოსთვის გაიტანს, ძიუდოს ლეგენდა კი თბილისში მოემგზავრება

ანალოგიური მდგომარეობაა 20 წლის შემტევ გიორგი წიტაიშვილზეც, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და ადგილობრივ „პოლტავაში“ ასპარეზობს. მიქაუტაძის მსგავსად წიტაიშვილსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ელოდებიან, თუმცა მასზე ოფიციალური ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ წიტაიშვილმა გასულ კვირას ფეხზე ტრავმა მიიღო და მედიკოსების ვარაუდით დაახლოებით ორ თვეს გამოტოვებს.

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მარტის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებს შვედეთის, ესპანეთის და საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0