01:34 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
48 0 0

ნაკრების ლიდერები, ასევე ის ძიუდოისტები, რომლებიც თელ-ავივის „გრანდსლემში“ ასპარეზობდნენ, ტაშკენტში არ იჭიდავებენ.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა ის სპორტსმენები, რომლებიც 5-7 მარტს „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე ტაშკენტში წარდგებიან.

საქართველოს ნაკრები უზბეკეთში ძირითადი შემადგენლობით არ იქნება წარმოდგენილი. ნაკრების ლიდერები, ასევე ის ძიუდოისტები, რომლებიც თელ-ავივის „გრანდსლემში“ ასპარეზობდნენ, ტაშკენტში არ იჭიდავებენ.

საქართველოს ნაკრების განაცხადში 11 ძიუდოისტია - რვა მამაკაცი და სამი ქალი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მამაკაცები:

(-60 კგ) – ჯაბა პაპინაშვილი

(-73 კგ) – ფრიდონ გიგანი

(-81 კგ) – გიორგი შერაზადაშვილი

(-90 კგ) – ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი

(-100 კგ) – გიორგი ჩიქოვანი

(+100 კგ) – ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი

ქალები:

(-52 კგ) – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი

(-70 კგ) – მარიამ ჭანტურია

(+78 კგ) – სოფიო სომხიშვილი

ტაშკენტის ტურნირში 76 ქვეყნიდან 552 ძიუდოისტი (317 მამაკაცი და 235 ქალი) იასპარეზებს.

თელ-ავივის „გრანდსლემზე“ ქართველმა ძიუდოისტებმა რვა მედალი აიღეს - ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ვაჟთა ნაკრები პირველი იყო.

მთავარი თემები