23:30 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
124 0 0

საქართველოს ნაკრები ბრძოლას გააგრძელებს მეხუთე-მერვე ადგილებისთვის, ქართველების პირველი მეტოქეები ნიდერლანდების გუნდი გახდება

თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა როტერდამში ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში მეოთხედფინალური მატჩი ხორვატიასთან ანგარიშით 6:15 დათმო.

დეან სტანოევიჩის შეგირდებმა ხორვატებს ყველა მეოთხედში დაუთმეს - 2:3, 1:6, 1:2, 2:4. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა ლუკა ბუკიჩი, რომელმაც ირაკლი რაზმაძის კარი ოთხჯერ აიღო. ქართულ გუნდში ნიკა შუშიაშვილმა და მარკო ელეზმა ორ-ორი გოლი გაიტანეს.

მეოთხედფინალში განცდილმა მარცხმა წაართვა ქართველ წყალბურთელებს ტოკიოს ოლიმპიადაზე საგზურის მოპოვების შანსი, რადგან იქ ტურნირის სამი საუკეთესო ნაკრები გაემგზავრება.

ნახევარფინალში ერთმანეთს ჯერ ხორვატია და მონტენეგრო დაუპირისპირდება, შემდეგ საბერძნეთი რუსეთი/კანადას წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ის მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთვება. ქართველების პირველი მეტოქე ნიდერლანდების ნაკრები იქნება. მატჩი დღეს გაიმართება.

მთავარი თემები