წყალბურთი: საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი დაკარგა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიქართველი წყალბურთელი მიხეილ ბაღათურია
ქართველი წყალბურთელი მიხეილ ბაღათურია - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
გამოწერა
საქართველოს ნაკრები ბრძოლას გააგრძელებს მეხუთე-მერვე ადგილებისთვის, ქართველების პირველი მეტოქეები ნიდერლანდების გუნდი გახდება

თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა როტერდამში ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში მეოთხედფინალური მატჩი ხორვატიასთან ანგარიშით 6:15 დათმო.

დეან სტანოევიჩის შეგირდებმა ხორვატებს ყველა მეოთხედში დაუთმეს - 2:3, 1:6, 1:2, 2:4. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა ლუკა ბუკიჩი, რომელმაც ირაკლი რაზმაძის კარი ოთხჯერ აიღო. ქართულ გუნდში ნიკა შუშიაშვილმა და მარკო ელეზმა ორ-ორი გოლი გაიტანეს.

წყალბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა

მეოთხედფინალში განცდილმა მარცხმა წაართვა ქართველ წყალბურთელებს ტოკიოს ოლიმპიადაზე საგზურის მოპოვების შანსი, რადგან იქ ტურნირის სამი საუკეთესო ნაკრები გაემგზავრება.

ნახევარფინალში ერთმანეთს ჯერ ხორვატია და მონტენეგრო დაუპირისპირდება, შემდეგ საბერძნეთი რუსეთი/კანადას წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ის მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთვება. ქართველების პირველი მეტოქე ნიდერლანდების ნაკრები იქნება. მატჩი დღეს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0