საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ფეხბურთში რუსულ კლუბთან შეხვედრა ფრედ დაასრულა

© photo : FC Dinamo Batumi / FBსაქართველოს ჩამპიონატი ფეხბურთში. „დინამო“ ბათუმი - „დილა“ გორი
საქართველოს ჩამპიონატი ფეხბურთში. „დინამო“ ბათუმი - „დილა“ გორი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
გამოწერა
„დინამოს“ მომდევნო მეტოქე იქნება რუსეთის პრემიერ-ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი - ვოლგოგრადის „როტორი“

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ფეხბურთში, ბათუმის „დინამომ“, რომელიც სეზონისწინა შეკრებას თურქეთში გადის, რუსეთის პრემიერ-ლიგის კლუბ „არსენალთან“ ტესტ-მატჩი ფრედ დაასრულა - 0:0.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდნენ გია გეგუჩაძის შეგირდები, შესვენების შემდეგ კი ინიციატივა ხელში „კანონირებმა“ ჩაიგდეს.

თბილისის „დინამო - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში სტარტს 27 თებერვალს აიღებს

ორივე კლუბის ფეხბურთელებს ჰქონდათ დაწინაურების რამდენიმე შესაძლებლობა, მაგრამ მომენტს ბოლომდე ვერ იყენებდნენ. შესაბამისად, ფრე 0:0 დაპირისპირების კანონზომიერი შედეგიცაა.

ბათუმის „დინამოელებისთვის“ თურქეთში გამართულ შეკრებაზე ტესტ-მატჩი „არსენალის“ წინააღმდეგ მესამე გახდა. პირველი თამაში უკრაინის „ლვოვთან“ კვლავ ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, შემდეგ კი „დინამოელებმა“ ბოსნიის „ბორაცს“ ანგარიშით 2:0 მოუგეს.

„დინამოს“ მომდევნო მეტოქე იქნება რუსეთის პრემიერ-ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი - ვოლგოგრადის „როტორი“. ეს შეხვედრა 16 თებერვალს გაიმართება.

2021 წლის საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 27 თებერვალს დაიწყება. პირველ მატჩში „დინამოელები“ გასვლაზე უკრაინის „ტორპედოს“ დაუპირისპირდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0