17:49 06 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
42 0 0

მომდევნო ტესტ-მატჩს თბილისის „ლოკომოტივი“ 11 თებერვალს რუსეთის პრემიერ-ლიგის კიდევ ერთ წარმომადგენლის - „კრასნოდარის“ წინააღმდეგ გამართავს.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თბილისის „ლოკომოტივი“, რომელიც სეზონისწინა შეკრებაზე ესპანეთში იმყოფება, პირველ საკონტროლო მატჩში „როსტოვთან“ 1:4 დამარცხდა.

პირველ ტაიმში გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები კარგად გამოიყურებოდნენ და პონტუს ალმკვისტის ზუსტ დარტყმას კახა კახაბრიშვილის დარტყმით უპასუხეს. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 1:1 გავიდნენ.

ტესტ-მატჩის მეორე ტაიმი პირველი ნახევრისგან კარდინალურად განსხვავდებოდა. „როსტოვმა“ მთლიანად ჩაიგდო ინიციატივა ხელში და სამჯერ დაბომბა „რკინიგზელთა“ კარი. თავიდან პენალტი გაიტანა ნორმანმა, შემდეგ კი შეცვლაზე გასულმა პოლოზმა დუბლი გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ „ლოკომოტოვის“ შემადგენლობაში გამოჩნდა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპირანი გურამ კაშია. ცენტრალური მცველი მოედანზე მე-60 წუთზე გავიდა. დეკემბერში კაშიამ „სან-ხოსე ერთქვეიქსი“ დატოვა და ამჟამად ის კლუბის გარეშეა დარჩენილი. კაშიამ თბილისის „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელობას მიმართა თხოვნით, შეუერთდეს გუნდს სეზონისწინა შეკრებაზე, რათა ფიზიკური ფორმა შეენარჩუნებინა.

მომდევნო ტესტ-მატჩს თბილისის „ლოკომოტივი“ 11 თებერვალს რუსეთის პრემიერ-ლიგის კიდევ ერთ წარმომადგენლის - „კრასნოდარის“ წინააღმდეგ გამართავს.

2021 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 27 თებერვალს იწყება. თავის პირველ მატჩს ეროვნულ ლიგაში „ლოკომოტივი“ 1 მარტს თბილისის „საბურთალოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მთავარი თემები