13:37 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
48 0 0

ქართველმა ჩოგბურთელმა 11-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა. ტურნირის 1/16 ფინალში მისი მომავალი მეტოქე თურქი სპორტსმენი იქნება.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წლის სეზონი გამარჯვებით დაიწყო.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა წლის პირველი შეხვედრა ანტალიის 250 ქულიან ტურნირზე გამართა. ბასილაშვილმა მსოფლიოს 267-ე ჩოგანი იტალიელი ანდრეა არნაბოლდი სამ სეტში დაამარცხა 4:6, 7:5, 6:1 და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ნიკოლოზი შემდეგ შეხვედრას თურქ ალთუგ ჩელიქბილექთან (Altuğ Çelikbilek) გამართავს, რომელმაც პოლონელ კასპერ ჟუკს ორ სეტში აჯობა.

ქართველმა ჩოგბურთელმა არნაბოლდისთან გამარჯვებით ნავსი გატეხა და 11-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა.

ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგში ამჟამად მე-40 ადგილს იკავებს.

მთავარი თემები