თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წლის სეზონი გამარჯვებით დაიწყო.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა წლის პირველი შეხვედრა ანტალიის 250 ქულიან ტურნირზე გამართა. ბასილაშვილმა მსოფლიოს 267-ე ჩოგანი იტალიელი ანდრეა არნაბოლდი სამ სეტში დაამარცხა 4:6, 7:5, 6:1 და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ნიკოლოზი შემდეგ შეხვედრას თურქ ალთუგ ჩელიქბილექთან (Altuğ Çelikbilek) გამართავს, რომელმაც პოლონელ კასპერ ჟუკს ორ სეტში აჯობა.
ქართველმა ჩოგბურთელმა არნაბოლდისთან გამარჯვებით ნავსი გატეხა და 11-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა.
ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგში ამჟამად მე-40 ადგილს იკავებს.