საქართველოს რაგბის ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ ფიჯისთან დამარცხდა

© photo: AFP 2020 / ANDY BUCHANANსაქართველოს რაგბის ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ ფიჯისთან დამარცხდა
საქართველოს რაგბის ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ ფიჯისთან დამარცხდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე ბოლო, მერვე ადგილი დაიკავა, ხოლო გამარჯვებული 6 დეკემბერს გამოვლინდება

თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ დასკვნით მატჩში ფიჯისთან ანგარიშით 24:38 დამარცხდა. თამაში ედინბურგში „მარიფილდის“ სტადიონზე გაიმართა.

რაგბი. საქართველო–ირლანდია - Sputnik საქართველო
ქართველი მორაგბე „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა

გამარჯვებულთა ანგარიშზეა ექვსი წარმატებული ლელო და ოთხი გარდასახვა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ნემან ნადოლო, რომელმაც ლელოს დამიწება ქართველთა ჩათვლის ზონაში სამჯერ შეძლო. კუნძულელთა შემადგენლობაში ყველა გარდასახვა ვოლავოლას ანგარიშზეა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, „ბორჯღალოსნების“ ანგარიშზეა სამი წარმატებული ლელო და ერთი ზუსტად შესრულებული საჯარიმო. ფიჯის ჩათვლის ზონაში ლელოს დადება ორჯერ შეძლო ბექა საღინაძემ, კიდევ ერთი ლელო გიორგი მელიქიძის ანგარიშზეა. ყველა გარდასახვა და საჯარიმო დარტყმა თედო აბჟანდაძემ შეასრულა.

© photo: AFP 2020 / ANDY BUCHANANსაქართველოს რაგბის ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ ფიჯისთან დამარცხდა
საქართველოს რაგბის ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ ფიჯისთან დამარცხდა - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ ფიჯისთან დამარცხდა

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე ბოლო, მერვე ადგილი დაიკავა.

© photo: AFP 2020 / ANDY BUCHANAN საქართველოს რაგბის ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ ფიჯისთან დამარცხდა
საქართველოს რაგბის ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ ფიჯისთან დამარცხდა - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ ფიჯისთან დამარცხდა

ტურნირის გამარჯვებულის ტიტულის მფლობელი 6 დეკემბერს ლონდონში გამოვლინდება, როდესაც „ტვიკენჰემის“ სტადიონზე ერთმანეთს  ინგლისის და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0