12:43 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (991)
81 0 0

ამ დროისათვის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები თავისუფალი აგენტების სტატუსის მოთამაშეები არიან. სად გააგრძელებენ ისინი ასპარეზობას, ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ და შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა „სან ხოსე ერთკვეიკსი“ (MLS, San Jose Earthquakes) დატოვა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ ორივ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მადლობა „სან ხოსეს“. კლუბთან უამრავი შესანიშნავი მოგონება დამრჩება. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის, რომ აქ თავს სასურველ სტუმრად ვგრძნობდი. ეს საოცარი მოგზაურობა იყო და უამრავი შესანიშნავი ადამიანი გავიცანი. წარმატებას გისურვებთ და მომენატრებით“, – წერს გურამ კაშია Instagram-ში.

ანალოგიური გზავნილი დატოვა ყაზაიშვილმაც.

„მადლობა ყველაფრისთვის! მომავალ სეზონში წარმატებას გისურვებთ და ძალიან მომენატრებით!“ - დაწერა ნახევარმცველმა.

ყაზაიშვილი „სან-ხოსეში“ 2017 წლის ზაფხულში ვარშავის „ლეგიიდან“ გადავიდა, ხოლო კაშია თავის მეგობარს ერთი წლის შემდეგ შეუერთდა, როდესაც ნიდერლანდების „ვიტესი“ დატოვა. კალიფორნიული კლუბის შემადგენლობაში ყაზაიშვილმა 99 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 30 გოლი და 15 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. რაც შეეხება კაშიას, ცენტრალური მცველის ანგარიშზეა 44 მატჩი და არცერთი გატანილი გოლი.

ამ დროისათვის ყაზაიშვილი და კაშია თავისუფალი აგენტების სტატუსის მოთამაშეები არიან. სად გააგრძელებენ ასპარეზობას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, ჯერჯერობით უცნობია.

თემები:
სპორტის ამბები (991)

მთავარი თემები