19:56 25 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (989)
42 0 0

საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი კვესელაძემ „შემოდგომის ერთა თასზე“ ჩვენი გუნდის ერთადერთი ლელო გაიტანა. მის ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 5 ლელოა.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. ქართველი მორაგბე გიორგი კვესელაძე „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

23 წლის ქართველმა უკანახაზელმა გამოკითხვაში, რომელიც ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩატარდა, ხმების 88.8 პროცენტი მოაგროვა, რითიც ინგლისელ, უელსელ და ფრანგ მორაგბეებს აჯობა.

გიორგი კვესელაძემ 29 ნოემბერს ირლანდიასთან გამართულ შეხვედრაში ლელოს დადება მოახერხა და პირველი ქართველი მორაგბე გახდა, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო. კვესელაძემ ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 28 შეხვედრაში ლელოს გატანა ხუთჯერ მოახერხა.

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ სამი შეხვედრიდან სამივე დათმო. ინგლისისა და უელსის ნაკრებებთან ბორჯღალოსნებმა მშრალი ანგარიშით, შესაბამისად, 0:40 და 0:18 წააგეს. თუმცა ყველა აღნიშნავს, რომ ნაკრებმა შეხვედრიდან შეხვედრამდე თამაშის ხარისხი გააუმჯობესა.

ირლანდიასთან მე-16 წუთზე დადებული კვესელაძის ლელოს შემდეგ თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ხოლო მეორე ტაიმის 47-ე წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმაც გაიტანა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან 23:10 დამარცხდა.

თემები:
სპორტის ამბები (989)

მთავარი თემები