11:28 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (930)
43 0 0

ამგვარად, წლევანდელ კონტინენტურ პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტებმა ექვსი მედალი აიღეს: ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს პრაღაში სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდნენ ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ), გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი (+100 კგ).

კიდევ ერთი ბრინჯაოს მოპოვება შეეძლო ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს, მაგრამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში „ლიპო“ პორტუგალიელ ხორხე ფონსკესთან დამარცხდა.

ამგვარად, წლევანდელ კონტინენტურ პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტებმა ექვსი მედალი აიღეს: ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს. ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონი გახდა ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელია ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ), ხოლო ლუკა მაისურაძე (-81 კგ) ბრინჯაოს ჯილდოს დასჯერდა.

ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. გამარჯვებული გახდა რუსეთის ნაკრები, რომლის ძიუდოისტებმა ექვსი მედალი მოიპოვეს  (3-3-0). მესამე ადგილზეა ისრაელი - ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი.

თემები:
სპორტის ამბები (930)

მთავარი თემები