თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს პრაღაში სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდნენ ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ), გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი (+100 კგ).
კიდევ ერთი ბრინჯაოს მოპოვება შეეძლო ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს, მაგრამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში „ლიპო“ პორტუგალიელ ხორხე ფონსკესთან დამარცხდა.
ამგვარად, წლევანდელ კონტინენტურ პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტებმა ექვსი მედალი აიღეს: ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს. ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონი გახდა ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელია ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ), ხოლო ლუკა მაისურაძე (-81 კგ) ბრინჯაოს ჯილდოს დასჯერდა.
ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. გამარჯვებული გახდა რუსეთის ნაკრები, რომლის ძიუდოისტებმა ექვსი მედალი მოიპოვეს (3-3-0). მესამე ადგილზეა ისრაელი - ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი.