ანგელოვსკი: მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის - თანაბარი მეტოქეების შეხვედრა

© Sputnik / Alex Shlamovჩრდილოეთ მაკედონიის მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი
ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინალის გამარჯვებული მიიღებს საგზურს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში გაიმართება

თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ განაცხადა, რომ უეფას ერთა ლიგის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის, რომელიც თბილისში 12 ნოემბერს გაიმართება, არის მატჩი თანაბარი შესაძლებლობების მქონე მეტოქეებს შორის.

საქართველოს ფეხბურთი ნაკრები უეფას ერთა ლიგის ფინალისათვის ემზადება - Sputnik საქართველო
საქართველო Vs ჩრდილოეთ მაკედონია: ერთი ნაბიჯი ისტორიულ შედეგამდე

„დიდ პატივსა ვცემ ვლადიმერ ვაისს. იგი დიდი ხანია, საქართველოს ნაკრებს ავარჯიშებს, ჩაატარა შესანიშნავი სამუშაო და მიაღწია კარგ შედეგს - მოიგო ერთა ლიგის ჯგუფური შეხვედრა და თავისი აღსაზრდელები ფინალამდე მიიყვანა. ხვალ ჩვენ შორის იქნება თანაბარი თამაში წარმატების თანაბარი შანსებით. ვინც უფრო ძლიერი აღმოჩნდება, ის გაიმარჯვებს. იმედი მაქვს, გამარჯვებას ჩვენი გუნდი იზეიმებს“, - განაცხადა ანგელოვსკიმ პრესკონფერენციაზე.

უეფას ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები ორჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩი ფრედ - 1:1 - დაასრულეს. ამ ფაქტს ანგელოვსკიმ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია.

„ორი მატჩი ნაკრებებს შორის კარგი შესაძლებლობა იყო ერთმანეთის შესასწავლად - თამაშის სტილი, გუნდის თამაში მთლიანობაში და ა.შ. ვფიქრობ, ფინალის გამარჯვებული გახდება ის ნაკრები, რომელიც სწორ ტაქტიკას აირჩევს“, - აღნიშნა მწვრთნელმა.

ამასთან, ანგელოვსკის არ დაუსახელებია იმ ფეხბურთელების ვინაობა, ვინც ხვალ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

„არ დავაკონკრეტებ, ვინ გამოვა ხვალ მოედანზე და ვინ არა. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, შევეცდები საუკეთესო შემადგენლობა ავარჩიო“.

ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
ვლადიმირ ვაისი: მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ძალიან ემოციური იქნება

უეფას ერთა ლიგის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის თბილისში 12 ნოემბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მატჩს გულშემატკივრები არ დაესწრებიან.

ფინალის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლებას მოიპოვებს. ჩემპიონატი მომდევნო წლის ზაფხულში გაიმართება.

Sputnik-საქართველოს ვებგვერდზე ხუთშაბათს მატჩის ტრანსლაცია გაიმართება. თვალი ადევნეთ ფეხბურთს ჩვენთან ერთად!

ყველა ახალი ამბავი
0