17:29 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (934)
79 0 0

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი იუნიორთა შორის დაასრულა სამი მედლით - ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს

თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ ხორვატიის ქალაქ პორეჩეში ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალურ ორთაბრძოლაში სულამანიძემ იპონით დაჯაბნა მერთ სისმანლარს თურქეთიდან. ქართველი ძიუდოისტისთვის კონტინენტურ პირველობაზე იუნიორთა შორის ეს უკვე მეორე წარმატებაა.

ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ყულაბას კიდევ ერთი ჯილდო შეემატა. მძიმეწონიანთა ორთაბრძოლაში (+100 კგ) ბრინჯაო საბა ინანეიშვილმა აიღო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა პოლონელ ვიოჩეკ კორდალიკს სძლია.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულა. ტურნირის პირველ დღეს ვერცხლი ლუკა კაპანაძემ (-66 კგ) დაიმსახურა.

ჭაბუკთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. პირველობა არავის არ დაუთმეს რუსმა ძიუდოისტებმა - მათ ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.

თემები:
სპორტის ამბები (934)

მთავარი თემები