08:08 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (930)
52 0 0

ეტლით მოსარგებლეთა და ამპუტანტთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ 2019 წლის შედეგებით 18 პარამოფარიკავე გამოარჩია.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ქართველი პარასპორტსმენები ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ეტლით მოფარიკავეთა შორის დასახელდნენ. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ქართველმა პარაოლიმპიელმა მოფარიკავემ უნგრეთის მსოფლიო თასზე ბრინჯაო მოიპოვა>>

ირმა ხეცურიანი „ბ“ კატეგორიის ქალთა ხმლით მოფარიკავეთა შორის 165 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, ასევე 23 წლამდე ხმლით მოფარიკავეთა შორის საუკეთესო ქალ პარასპორტსმენად აღიარეს ნინა თიბილაშვილი, რომელმაც 80 ქულა დააგროვა.

ეტლით მოსარგებლეთა და ამპუტანტთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (IWAS) 2019 წლის შედეგებით სულ 18 პარამოფარიკავე შეარჩია.

ირმა ხეცურიანმა 2019 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და იტალიის ქალაქ პიზაში ჩატარებული ორივე მსოფლიო თასი მოიგო.

ასევე გასულ წელს 23 წლამდე პარამოფარიკავეთა შორის აბუ-დაბიში გამართულ მსოფლიო თასზე პირველობა არავის დაუთმო ნინა თიბილაშვილმაც. ფინალში ის ტაილანდელ ატიტაია ჩოკერს დაუპირისპირდა და ანგარიშით 15:7 დაამარცხა. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში თიბილაშვილისთვის ეს მესამე ოქროს მედალი იყო.

თემები:
სპორტის ამბები (930)

მთავარი თემები