22:08 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (934)
89 0 0

ქართველი ჩემპიონის მეტოქე ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფალავნად მიიჩნევა და 23 წლამდელთა კატეგორიაში ასპარეზობს

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და 2012 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სენსაციურად დამარცხდა ამერიკელ ჯაიდინ აიერმანთან ანგარიშით 1:4. ორთაბრძოლა აიოვაში Hawkeye Wrestling Club Showdown Open-ის შოუს ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ამერიკელი ფალავნის სასარგებლოდ დასრულდა ანგარიშით 1:0. მეორე ნახევარში აიერმანმა ფეხებში ორი წარმატებული შეტევა ჩაატარა, რაზეც ხინჩეგაშვილმა მხოლოდ ერთი აქტიური მოქმედებით უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ აიერმანს სხვა ქართველ მოჭიდავესთან კიდევ ერთი შეხვედრა აქვს მოგებული. 2018 წელს Poland Open-ის ტურნირზე მან ბექა ლომთაძე დაამარცხა.

აიერმანი - აშშ-ის 23 წლამდელთა ნაკრების ლიდერია და ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფალავნად მიიჩნევა.

თემები:
სპორტის ამბები (934)

მთავარი თემები