ტრაგედია საქართველოს ჩემპიონატზე: შვილმა ოქრო აიღო, მამა კი ტრიბუნაზე გარდაიცვალა

© photo: GeoWrestling / FBლუკა მარიამიძე
ლუკა მარიამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოჭიდავეს ტურნირში მონაწილეობაზე უარის თქმა უნდოდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა ხალიჩაზე გასვლა ფინალში მამის ხსოვნის პატივსაცემად.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლუკა მარიამიძემ, რომელმაც ქვეყნის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო, თავისი გამარჯვება მამას მიუძღვნა, რომელიც ტურნირის დროს ტრიბუნაზე გარდაიცვალა, ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის განცხადებაში.

მარიამიძე ტურნირზე დამაჯერებლად ასპარეზობდა და ნახევარფინალში გავიდა. სწორედ ნახევარფინალური შეჯიბრების დროს სპორტსმენის მამას, რომელიც შვილს ტრიბუნიდან გულშემატკივრობდა, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.

მომხდარის შემდეგ მარიამიძეს ფინალურ ორთაბრძოლაში მონაწილეობაზე უარის თქმა უნდოდა, მაგრამ შემდეგ განაცხადა, რომ გავიდოდა ხალიჩაზე მამის ხსოვნის პატივსაცემად. მან გაიმარჯვა და ეს გამარჯვებას მამას მიუძღვნა. გამარჯვების შემდეგ სპორტსმენმა ემოციები ვერ შეიკავა.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ მარიამიძესა და მის ახლობლებს მომხდარი ტრაგედია მიუსამძიმრა.

ყველა ახალი ამბავი
0