ოღონდ გაიმარჯვეთ: რუს რაგბისტებს ქართველების დამარცხებისთვის დიდი პრემია აღუთქვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველო-რუსეთის შეხვედრა
საქართველო-რუსეთის შეხვედრა  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებების შეხვედრა ევროპის ერთა თასზე თბილისში 1 ნოემბერს უნდა გაიმართოს

თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. რუსეთის რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელმა იგორ არტემიევმა ეროვნული ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებს დიდი პემია აღუთქვა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრებს დაამარცხებენ ევროპის ერთა თასის მატჩში, იუწყება გამოცემა Sport24.

რაგბის მატჩი – საქართველო–რუსეთი - Sputnik საქართველო
რაგბი: საქართველო VS რუსეთი – ცნობილი გახდა მატჩის ჩატარების თარიღი და ადგილი
„ხუმრობითაც და სერიოზულადაც ვიტყვი, რომ ჩვენ ძალიან დიდ პრემიას გთავაზობთ საქართველოს ნაკრებზე გამარჯვებისთვის. როგორც გახსოვთ, უკვე 25 წელზე მეტია, ვერ ვამარცხებთ ჩვენს პრინციპულ მოწინააღმდეგეს. ამ სეზონზე COVID-19–ის ისტორია მოხდა, მაგრამ ჩვენ მაინც საინტერესოდ ჩავატარეთ რუსეთის ჩემპიონატი. საქართველოში შეჯიბრებებთან დაკავშირებით სხვაგვარი ვითარება იყო. ამან შეიძლება გვიშველოს“, — უთხრა არტემიევმა გამოცემას.

ამასთან, რამდენია ეს „ძალიან დიდი პრემია“, არ კონკრეტდება.

საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებების შეხვედრა ევროპის ერთა თასზე თბილისში 1 ნოემბერს უნდა გაიმართოს. სატურნირო თვალსაზრისით, ამ მატჩს საქართველოს ნაკრებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან „ბორჯღალოსნებმა“ ვადამდე მოიგეს ევროპის ერთა თასი ზედიზედ მესამედ და მეთორმეტედ ისტორიაში.

საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებები სულ 23–ჯერ შეხვდენ. მატჩების საერთო ანგარიშია 579:269 — საქართველოს სასარგებლოდ.

 

ყველა ახალი ამბავი
0