22:43 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (871)
64 0 0

თბილისის „ლოკომოტივი“ დღეს კლუბის ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროტურნირის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. „გრანადა“ ძალიან ძლიერი კლუბია და მატჩი მის წინააღმდეგ – ეს ჩვენი გუნდისთვის გამოწვევაა, განაცხადა თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ესპანურ გუნდთან უეფას „ევროპა ლიგის“ მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩის წინ.

თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა>>

თბილისის „ლოკომოტივი“ დღეს, კლუბის ისტორიაში პირველად, ევროტურნირის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშებს და ესპანეთის „გრანადას“ დაუპირისპირდება.

„ჩვენ სენსაციები აქამდეც მოვახდინეთ და ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ფურცელზე ბევრად ძლიერი გუნდია და უპირატესობა „გრანადას“ აქვს. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. ჩემთვის გამოწვევა და დიდი სიამოვნებაა ასეთ გუნდთან თამაში, რათა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში“, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაში მისი გუნდისთვის პლუსი იქნება.

„ცარიელი სტადიონი ჩვენი პლუსია, რადგან ჩვენთვის ჩვეული მომენტია, ხოლო მათთვის – არა. ლოგიკურად, დასაკარგი არაფერი გვაქვს, წნეხი, დაძაბულობა და შიში არ გვაქვს. ფეხბურთელს და მწვრთნელს თამაშის თუ გეშინია, მაშინ რა გინდა მინდორზე“, – განაცხადა მწვრთნელმა.

მისი თქმით, „ლოკომოტივს“ კიდევ ერთი უპირატესობა აქვს „გრანადასთან“ – ინფორმაციული.

„ძალიან კარგად ვიცი „გრანადა“ როგორ ფეხბურთს თამაშობს. ლა ლიგას მუდმივად ვუყურებ და ვიცით როგორი გუნდია. მათვის უფრო რთულია ჩვენ შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ვიდრე ჩვენთვის მათ შესახებ“, – აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

მწვრთნელმა ასევე ისაუბრა მოთამაშეების მდგომარეობის შესახებ.

„მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ ორჯერ ვივარჯიშეთ და ვერ გავერკვიე რა გვჭირდა, იმდენად გამოცლილები ვიყავით ემოციისგან. ახლა ფრენაც დაემატა, მაგრამ ასეთ გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა არ გვაქვს და ამიტომ მთელი ენერგია უნდა აღვიდგინოთ, შეგიძლია თუ არ შეგიძლია, მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ უნდა შეძლო, რადგან ამ კლუბის ისტორიაში ასეთი თამაში ჯერ არ ყოფილა“, – განაცხადა „ლოკომოტივის“ მწვრთნელმა.

როგორ დაამარცხა თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ - საუკეთესო ფოტოები>>

მატჩი „გრანადასა“ და „ლოკომოტივს“ შორის თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

 

თემები:
სპორტის ამბები (871)

მთავარი თემები