„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი: ეს ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი ჭიაბრიშვილი
გიორგი ჭიაბრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლა „რკინიგზელების“ მთავარი მიზანი ევროტურნირებიდან ნებისმიერის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა, განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოსკოვის „დინამოს“ დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ ეს მის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა.

მატჩი თბილისის „ლოკომოტივსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის - Sputnik საქართველო
თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა

უეფას „ევროპა ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩი ქართველმა ფეხბურთელებმა 2:1 მოიგეს. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გოლები მეტოქის კარში გაიტანეს ირაკლი სიხარულიძემ და მამია გავაშელიშვილმა, ხოლო მოსკოველებიდან თავი ნიკოლაი კომლიჩენკომ გამოიჩინა. ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა.

„ჯერ ვერც გავერკვიე ამ ემოციებში, რაღაც ნაკადმა შემიყვანა გასახდელში... ახლა, ნელ-ნელა რომ ვფიქრობ, სიამაყის გრძნობა მაქვს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხის გახარება მოვახერხეთ. დიახ, ჩემს კარიერაში ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა!“ – განაცხადა ჭიაბრიშვილმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

ქართველმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა კლუბის მთავარი მიზანი ევროტურნირებიდან ნებისმიერის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა. მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს აუცილებლად მოხდება.

© Sputnik / Alexander Imedashviliმატჩი თბილისის „ლოკომოტივსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის
„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი: ეს ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა - Sputnik საქართველო
მატჩი თბილისის „ლოკომოტივსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის

„გრანადას” უდიდესი გამოცდილება აქვს, მაგრამ რა უნდა იყოს ცხოვრებაში იმაზე დიდი გამოწვევა, რომ ორ ეტაპს ასე გაივლი და ასეთ გუნდთან სათამაშოდ მივდივართ. დასაკარგი არაფერი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა ჭიაბრიშვილმა მომავალ მატჩთან დაკავშირებით.

© Sputnik / Alexander Imedashviliმატჩი თბილისის „ლოკომოტივსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის
„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი: ეს ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა - Sputnik საქართველო
მატჩი თბილისის „ლოკომოტივსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის

ჭიაბრიშვილმა მადლობა გადაუხადა „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელობას მისთვის გამოჩენილი ნდობისთვის. 41 წლის სპეციალისტი გუნდს ცოტა ხნის წინ ჩაუდგა სათავეში – მიმდინარე წლის ივლისში.

„მადლობას ვუხდი ლოკომოტივის ხელმძღვანელობას, რომ აქ ყოფნის შესაძლებლობა მაქვს. გულწრფელად, ყოველთვის მთელი გულით ვაკეთებთ საქმეს და მადლობა, რომ ქვეყნისთვის ასეთი სიხარულის მოტანის შანსი მომეცა“, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

© Sputnik / STRINGERმატჩი თბილისის „ლოკომოტივსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის
„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი: ეს ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა - Sputnik საქართველო
მატჩი თბილისის „ლოკომოტივსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის

თბილისის „ლოკომოტივი“ თავისი ისტორიის მანძილზე პირველად ითამაშებს უეფას „ევროპა ლიგის“ მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში. მისი მეტოქე ესპანური „გრანადა“ გახდება.

მატჩი „გრანადასა“ და „ლოკომოტივს“ შორის 24 სექტემბერს ესპანეთში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0