ორი ქართველი ფეხბურთელი ყაზახეთის „ტობოლს“ დატოვებს

© AFP 2024 / VALERY HACHEჯაბა კანკავა
ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყაზახური „ტობოლის“ ხელმძღვანელობას 34 წლის კანკავასა და 28 წლის კვეკვესკირის ნაცვლად უფრო ახალგაზრდა და სწრაფი ფეხბურთელების მიწვევა სურს.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ორი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი, რომლებიც ყაზახეთის „ტობოლში“ გამოდიან, სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებენ. ინფორმაცია ამის თაობაზე ყაზახურ მასმედიაში ვრცელდება.

ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონურ კლუბში გააგრძელებს>>

ცნობილია, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ უკვე მოამზადა იმ მოთამაშეების სია, რომლებიც კლუბს სეზონის დამთავრების შემდეგ დატოვებენ. ამ სიაში ბევრი ფეხბურთელი არაა, მაგრამ არის ორივე ქართველი მოთამაშე. 34 წლის კანკავასა და 28 წლის კვეკვესკირის ნაცვლად „ტობოლის“ ხელმძღვანელობას გუნდში უფრო ახალგაზრდა და სწრაფი ფეხბურთელების მიწვევა უნდა.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა

კანკავა, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანია, „ტობოლში“ 2018 წლის იანვარში ფრანგული „რეიმსიდან“ გადავიდა. ნახევარმცველმა ყაზახურ კლუბში 75 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და გააკეთა ერთი შედეგიანი გადაცემა.

რაც შეეხება კვეკვესკირს, ის „ტობოლში“ აზერბაიჯანული „გაბალიდან“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. ქართველმა ფეხბურთელბა „ტობოლის“ შემადგენლობაში ჩაატარა 73 მატჩი, გაიტანა ხუთი გოლი და გააკეთა 10 შედეგიანი გადაცემა.

ყაზახეთის ამჟამინდელ ჩემპიონატში რვა ტურის შემდეგ „ტობოლს“ 13 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილი უკავია.

ყველა ახალი ამბავი
0