საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა

© photo : Georgian Football Federation / FBსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეიტინგის ლიდერია ბელგიის ნაკრები 1773 ქულით. მეორე ადგილზეა საფრანგეთი (1744), ხოლო მესამეზე ბრაზილიაა (1712).

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ფიფა/კოკა-კოლას განახლებულ რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა და 91-ე ადგილიდან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა.

საქართველოს ნაკრებს 1274 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით ზამბიისა და კონგოს გუნდებს შორის მოხვდა.

თბილისის „დინამოსა“ და უელსის „კონაჰს ქვეის“ მატჩი ჩავარდნის საფრთხის ქვეშ – დეტალები>>>

საქართველოს ნაკრების დაწინაურება დაკავშირებულია უეფას ერთა ლიგაში წარმატებულ ასპარეზობასთან, სადაც ჩვენმა გუნდმა ესტონეთი დაამარცხა (1:0), ჩრდილოეთ მაკედონიასთან კი შეხვედრა ფრედ (1:1) დაასრულა.

რაც შეეხება ბელარუსს, რომელთანაც საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში შეხვედრას 8 ოქტომბერს გამართავს, იგი ფიფას რეიტინგში 87-ე ადგილზეა.

რეიტინგის ლიდერი კვლავინდებურად ბელგიის ნაკრებია – 1773 ქულა. მეორე ადგილზეა საფრანგეთი (1744), ხოლო მესამეზე ბრაზილიაა (1712).

ყველა ახალი ამბავი
0