მოსკოვის „დინამოს“ მწვრთნელმა თბილისში მარცხის მიზეზები განმარტა

© Sputnik / Alexander Imedashviliკირილ ნოვიკოვი
კირილ ნოვიკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კირილ ნოვიკოვის განცხადებით, მისმა გუნდმა დაცვაში ბევრი შეცდომა დაუშვა, რამაც მთლიანობაში თამაშის ბედი გადაწყვიტა.

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. მოსკოვის „დინამოს“ მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა უეფას „ევროპა ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში თბილისის „ლოკომოტივთან“ ჩატარებულ მატჩში, რომელიც ქართველი ფეხბურთლების გამარჯვებით დასრულდა – 2:1, მისი გუნდის წარუმატებლობა შეაფასა. 

გიორგი ჭიაბრიშვილი - Sputnik საქართველო
„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი: ეს ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა

მატჩი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გუშინ გაიმართა. „ლოკომოტივის“ შემადგენლობიდან გოლები გაიტანეს ირაკლი სიხარულიძემ (54-ე წუთზე) და მამია გავაშელიშვილმა (76-ე წუთზე). „დინამოდან“ კი ნიკოლაი კომლიჩენკომ (90-ე წუთზე პენალტით).

„თამაში ჩვენი უპირატესობით მიდიოდა. „ლოკომოტივმა“ კი თავისი ძლიერი მხარეები გამოიყენა – თამაშობდა კომპაქტურად, სწრაფად გადადიოდა დაცვიდან შეტევაზე. მოწინააღმდეგემ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ჩვენი მომენტები. დავძენ, დაცვაში გარკვეულ მომენტებში საშინლად ვითამაშეთ. ეს კი ჩვენი დამარცხების მიზეზი გახდა“, – განაცხადა „დინამოს“ მწვრთნელმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

© Sputnik / STRINGERმოსკოვის „დინამო“ თბილისის „ლოკომოტივთან“ ანგარიშით 2:1 დამარცხდა
მოსკოვის „დინამოს“ მწვრთნელმა თბილისში მარცხის მიზეზები განმარტა - Sputnik საქართველო
მოსკოვის „დინამო“ თბილისის „ლოკომოტივთან“ ანგარიშით 2:1 დამარცხდა

ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ შეიძლება საუბარი იმის შესახებ, თითქოს მოწინააღმდეგე სათანადოდ ვერ შეაფასეს.

„სათანადოდ არ შევაფასეთ – ეს სრული სისულელეა. ჩვენ ძალზე სერიოზულად მივუდექით მოწინააღმდეგეს. „ლოკომოტივი“ კარგი, სწრაფი გუნდია. ვერ ვიტყვი, რომ სათანადოდ არ შევაფასეთ მეტოქე. ჩვენ აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედით, მაგრამ ჩვენი შანსების რეალიზება ვერ მოვახდინეთ. დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით – ზოგ ეპიზოდში მოწინააღმდეგე გვაიძულებდა შეცდომის დაშვებას, ზოგიერთ მომენტში ჩვენით დავუშვით. ყოველივე ამან მთლიანობაში ამ შედეგამდე მიგვიყვანა“, – განაცხადა ნოვიკოვმა. 

მატჩი თბილისის „ლოკომოტივსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის - Sputnik საქართველო
თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა

მოსკოვის „დინამო“ „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ მატჩში გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდა. პირველ ტაიმში თამაშის უპირატესობა მათ მხარეზე იყო და გოლის გატანის ორი კარგი მომენტიც ჰქონდათ. თუმცა, უდავოდ შექების ღირსია „ლოკომოტივის“ ახალგაზრდა მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

შეხვედრის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა. 54-ე წუთზე თბილისის გუნდს პირველი გოლი ირაკლი სიხარულიძემ, მეორე გოლი კი 22 წუთის შემდეგ მამია გავაშელიშვილმა მოუტანეს. ორივე გოლი „დინამოს“ დაცვისა და რუსეთის ნაკრების მეკარის ანტონ შუნინის შეცდომის დამსახურებაა.

ერთადერთი, რითიც სტუმრებმა პასუხის გაცემა შეძლეს მასპინძლებისთვის, 90-ე წუთზე ნიკოლაი კომლიჩენკოს გატანილი პენალტი იყო.

უეფას „ევროპა ლიგის“ მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის „ლოკომოტივის“ მეტოქე ესპანური „გრანადა“ იქნება. მატჩი ესპანეთში 24 სექტემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0