15:03 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (827)
51 0 0

ოჯახური პრობლემები, სასამართლო პროცესები თუ პანდემია?.. საქართველოს პირველი ჩოგანი წარუმატებლად ასპარეზობას აგრძელებს.

თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (32-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო. ამჯერად ბასილაშვილმა რომში გამართული ტურნირის პირველ წრეში პოზიციები იტალიელ ლორენცო სონეგოსთან (47) დათმო. მატჩი 1,5 საათზე ნაკლები გაგრძელდა. 

პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა წარმატებით დაიწყო – მესამე გეიმში მან მოწინააღმდეგეს ჩაწოდება აუღო. თუმცა, სონეგომ საკმაოდ მარტივად შეძლო ორი ბრეიკის შესრულება და პარტია ანგარიშით 6:3 მოიგო.

მეორე სეტში ბასილაშვილმა სამჯერ ვერ გამოიყენა საკუთარი ჩაწოდება და დროის ამ პერიოდში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. სეტში გამარჯვებისთვის იტალიელს 30 წუთი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ნახევარი წლით შეწყდა, ბასილაშვილმა ექვსი შეხვედრა გამართა და ამ შეხვედრებში ერთი სეტიც კი არ მოუგია.

შემდეგი ტურნირი, რომელშიც ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას, ჰამბურგის ღია პირველობა იქნება, რომელიც 21–27 სექტემბრის პერიოდში ჩატარდება. ქართველი ჩოგბურთელი ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და თუ იგი ვერ შეძლებს გასულ წელს მოპოვებული ქულების დაცვას, მას АТР-ს რეიტინგში სოლიდური დაქვეითება ელოდება.

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბასილაშვილის ასეთი უსახური თამაში ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებულ ვითარებას უკავშირდება. ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ საკითხზე სასამართლო პროცესი 20 ოქტომბერს არის დანიშნული. ასეთ ვითარებაში სპორტსმენს, როგორც ჩანს, უჭირს ჩოგბურთზე კონცენტრირება.

თემები:
სპორტის ამბები (827)

მთავარი თემები