11:22 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (816)
11820

მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მხარეს იყო

თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტალინში უეფას ერთა ლიგის მატჩში ესტონეთის ნაკრებს ანგარიშით 1:0 მოუგო.

შეხვედრის ერთადერთი გოლი გავიდა 32-ე წუთზე, როდესაც ნიკა კაჭარავამ (კვიპროსი, „ანორთოსისი“) ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა იდეალური პასი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიასგან (ყაზანის „რუბინი“) მიიღო.

მთელი მატჩის განმავლობაში საქართველოს ნაკრები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა (ბურთის ფლობის 63%). მატჩის ძირითადი მოვლენები მოედნის ცენტრში და ესტონეთის საჯარიმოსთან ვითარდებოდა.

მთელი თამაშის დროს ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქის კარის მისამართით მხოლოდ ორჯერ დაარტყეს, აქედან ერთი დარტყმა შედეგიანი გამოდგა. მასპინძლებმა კი სტუმრების მეკარე, გიორგი ლორია საერთოდ არ შეაწუხეს.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სამი ქულა დააგროვა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად, რომელმაც ადრე სომხეთს ანგარიშით 2:1 მოუგო, С დივიზიონის მეორე ჯგუფის სათავეში მოექცა.

უეფას ერთა ლიგის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს. ეს შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

თემები:
სპორტის ამბები (816)

მთავარი თემები