ვლადიმირ ვაისი: „ვეცდებით მოვიგოთ, მაგრამ ეს იოლი არ იქნება“

© Sputnik / Alex Shlamovვლადიმირ ვაისი
ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაისის თქმით, დღევანდელ თამაშზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მით უმეტეს მატჩი ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდება

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უეფას ერთა ლიგის მატჩის წინ, რომელიც ესტონეთის გუნდის წინააღმდეგ ტალინში გაიმართება, პრესკონფერენცია ჩაატარა და თავისი აღსაზრდელების შანსები შეაფასა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ტურნირი წარმატებული თამაშით დავიწყოთ. ნაკრებში რამდენიმე საკვანძო მოთამაშე გვაკლია. მატჩში დავეყრდნობით ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც, იმედი მაქვს, ესტონეთის წინააღმდეგ მატჩში თავს ასახელებენ. მიჭირს პროგნოზის გაკეთება. რა თქმა უნდა, ვეცდებით მოვიგოთ, მაგრამ ეს იოლი არ იქნება“, - განაცხადა ვაისმა.

ამასთან, სლოვაკმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ხუთი წლის წინ ესტონეთში საქართველოს ნაკრებმა 0:3 წააგო, ხოლო ორი წლის წინ თბილისში 2:0 მოიგო (ორივე შეხვედრა ამხანაგური იყო). ვაისის თქმით, ამ თამაშზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მით უმეტეს მატჩი ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდება.

ოთარ ქიტეიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად რვა ფეხბურთელი აკლია. ანანიძე („როტორი“, რუსეთი), ტაბიძე („უფა“, რუსეთი), დვალი („ფერენცვაროში“, უნგრეთი), გვილია („ლეგია“, პოლონეთი) და ნავალოვსკი („დინამო“, ბათუმი) - თავის ნაკრებს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან.

კიდევ სამი ფეხბურთელი COVID-19-ის გამო ვერ ესწრება თამაშს: კაშია და ყაზაიშვილი, რომლებიც MLS-ში „სან-ხოსე ერთქვეიკსის“ სახელით გამოდიან, ავიამიმოსვლის არარსებობის გამო ვერ ჩამოფრინდნენ, ხოლო ოთარ კიტეიშვილს („შტურმი“, ავსტრია) კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ესტონეთის გარდა საქართველოს ნაკრების მეტოქეები უეფას ერთა ლიგის С დივიზიონის მეორე ჯგუფში იქნებიან ჩრდილოეთ მაკედონიის და სომხეთის გუნდები.

ესტონეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი ტალინში „ლე კოკ არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0