მოსკოვის „დინამოს" მწვრთნელი თბილისის „ლოკომოტივთან" დაგეგმილ მატჩზე

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიკირილ ნოვიკოვი
კირილ ნოვიკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლოს ქართული და რუსული კლუბები ერთმანეთს 23 წლის წინ შეხვდნენ. მაშინ, 1997 წელს, ინტერტოტოს თასის გათამაშების ფარგლებში "ტორპედო-ლუჟნიკებმა" თბილისში "მერანი-91“-ს მოუგო ანგარიშით 2:0.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვის „დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა უეფას „ევროპა ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრის შედეგები შეაფასა, რომლის მიხედვით მისი გუნდი თბილისის „ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.

გიორგი ჭიაბრიშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი ჭიაბრიშვილი მომავალი მატჩის ფავორიტად მოსკოვის გუნდს მიიჩნევს

„გასაგებია, რომ ეს გუნდი მიზანმიმართულად არ შეგვისწავლია. უახლოეს დღეებში მათ თამაშებს აუცილებლად ვნახავთ. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში ქართულ ფეხბურთზე ვიტყვი ზოგადად: მათ ყოველთვის საკმარისად ჰყავდათ კარგი ტექნიკური ფეხბურთელები, გუნდები კი შემტევი ფეხბურთის თამაშისკენ ისწრაფვიან", – თქვა ნოვიკოვმა კომენტარისას, რომელიც კლუბის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კლუბი პატივისცემით ეპყრობა თითოეულ მოწინააღმდეგეს და ისინი სერიოზულად მოემზადებიან თბილისში დაგეგმილი მატჩისთვისაც.

„ჩვენ ევროთასებში მონაწილეობისკენ მივისწრაფვოდით და თუ გვინდა ტურნირში წინ წავიწიოთ, მაშინ მზად უნდა ვიყოთ როგორც სახლში, ისე სტუმრად თამაშისთვის", – განაცხადა კლუბის მწვრთნელმა.

მოსკოვის „დინამომ" უეფას „ევროპა ლიგაში“ მონაწილეობის უფლება გასულ წელს ჩატარებულ რუსეთის ჩემპიონატში მოიპოვა, როცა მეექვსე ადგილზე გავიდა. ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში „დინამოელებს" მონაწილეობა არ მიუღიათ. მოსკოვის კლუბი ასპარეზობას თბილისის "ლოკომოტივთან" შეხვედრით დაიწყებს.

შეხვედრა „ლოკომოტივსა" და „დინამოს" შორის თბილისში 17 სექტემბერს გაიმართება. უეფას რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც COVID-19-ის პანდემიას უკავშირდება, მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ბოლოს ქართული და რუსული კლუბები ერთმანეთს 23 წლის წინ შეხვდნენ. მაშინ, 1997 წელს, ინტერტოტოს თასის გათამაშების ფარგლებში "ტორპედო-ლუჟნიკებმა" თბილისში "მერანი-91“-ს მოუგო ანგარიშით 2:0.

ყველა ახალი ამბავი
0